გიორგი გახარია : ასე თუ გავაგრძელებთ, შეიძლება კომისიის მუშაობის შემსწავლელი კომისია დაგვჭირდეს

ასე თუ გავაგრძელებთ, შეიძლება კომისიის მუშაობის შემსწავლელი კომისია დაგვჭირდეს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

გახარიას თქმით, კომისიამ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის ხუთი ოფიციალური გამომძიებლიდან მხოლოდ ერთი გამოკითხა და დაიბარა ორი სხვა გამომძიებელი, რომლებიც არასრულწლოვნების საქმეებზე არ იყვნენ სერტიფიცირებული.

„საქმეს ჰყავს ხუთი ოფიციალური გამომძიებელი. ამ ხალხიდან ეძახით მხოლოდ ერთს და ეძახით კიდევ ორ ადამიანს, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში გეუბნებიან, რომ მე არასრულწლოვნების საქმესთან დაკავშირებით სერტიფიცირებულიც არ ვარ, გამოძიებაში მონაწილეობა არ მიმიღია, მხოლოდ საკოორდინაციო ფუნქციას ვასრულებდი და ამას არ ისმენთ“, – განაცხადა გახარიამ.

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე შს მინისტრ გიორგი გახარიასა და ყოფილ მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძეს უსმენენ.

banner
წინა სტატიაში“საზოგადოების ჩართულობით შერჩეულ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატზე უარის თქმა, საზოგადოებისთვის უარის თქმა იქნებაა” – ნაცვლიშვილი
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია : კომისიაზე დაიბარეთ პირები, რომლებიც საერთოდ პროცესშიც არ იყვნენ ჩართულები, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი სია გამოგიგზავნეთ