გიორგი გახარია – არჩევნებთან დაკავშირებით ამ მომენტისთვის უკვე აღძრულია 6 სისხლის სამართლის საქმე

არჩევნებთან დაკავშირებით ამ მომენტისთვის უკვე აღძრულია 6 სისხლის სამართლის საქმე, რომელზეც მიმდინარეობს გამოძიება, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომელი პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლები ჩადიან დანაშაულს, შინაგან საქმეთა სამინისტრო იწყებს გამოძიებას და მიიყვანს მას ლოგიკურ დასასრულამდე.

„მინდა გითხრათ, რომ ყველა იმ შემთხვევაში, სადაც არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, მიუხედავად იმისა, რომელი პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლები ჩადიან დანაშაულს, შინაგან საქმეთა სამინისტრო იწყებს გამოძიებას და მიიყვანს მას ლოგიკურ დასასრულამდე. ასე იყო პირველ ტურში და ასე იქნება ახლაც. ამ მომენტისთვის უკვე აღძრულია 6 სისხლის სამართლის საქმე, რომელზეც მიმდინარეობს გამოძიება, მათ შორის, თუ არ ვცდები აბაშის ეპიზოდზეც“, – განაცხადა გახარიამ.

banner
წინა სტატიაში“ყველა უბანზე „ქართული ოცნება“ კოორდინაციაშია სუს-თან და პოლიციასთან” – ხატია დეკანოიძე
შემდეგი სტატია,,საზოგადოება ხედავს რას წარმოადგენს გრიგოლ ვაშაძე – მას ქართული საზოგადოება პასუხს დღეს გასცემს