გიორგი გახარია : არჩევნები საქართველოში ჩატარდება კონსტიტუციურ ვადებში, არ გადაიდება

არჩევნები საქართველოში ჩატარდება კონსტიტუციურ ვადებში, არ გადაიდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, პოლიტიკურ პროცესს და არჩევნების დღეს არაფერი ემუქრება და ვერც დაემუქრება.

„ბევრი საუბარი იყო არჩევნებთან დაკავშირებით. მეგობრებო, არჩევნები საქართველოში ჩატარდება კონსტიტუციურ ვადებში. არ გადაიდება რამდენიმე მიზეზის გამო. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საარჩევნო უბანი ისეთ დონეზე იქნება მომზადებული ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების თვალსაზრისით, რომ ხშირ შემთხვევაში, ზოგიერთ სავაჭრო ცენტრსა და მაღაზიში შესვლა იქნება ბევრად უფრო სახიფათო, ვიდრე საარჩევნო უბანზე მისვლა. სრული წესების დაცვით. ამიტომ არანაირი ეპიდემიოლოგიური რისკი აქ არ იარსებებს.

ჩვენ რა თქმა უნდა, ყველა ვხედავთ, რომ პოლიტიკური პროცესი და პოლიტიკური საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს აბსოლუტურად ღიად. ერთადერთი, მოქალაქეებთან ერთად, რასაც ვთხოვთ ჩვენ პოლიტიკოსებს, რომ წესები დავიცვათ, ვატაროთ პირბადე და დავიცვათ დისტანცია. ეს ხომ ასეთი რთული არ არის. შესაბამისად, პოლიტიკურ პროცესს და არჩევნების დღეს არაფერი ემუქრება და ვერც დაემუქრება. მოვემზადოთ 31 ოქტომბრისთვის და ღირსეულად, დემოკრატიულად, ღიად, ტრანსფარენტულად, რაც მთავარია, უსაფრთხოდ უნდა ჩავატაროთ ეს არჩევნები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშისერგი კაპანაძე : ამომრჩევლების ორ დღეზე გადანაწილება სხვა საფრთხეებს უკავშირდება, პირველ დღეს რა ბიულეტინებიც ჩაიყრება, ღამის განმავლობაში იმას ვინ უდარაჯებს
შემდეგი სტატიასასტუმრო „შერატონში“ ტონინო ლამბორგინის ბრენდის ოფიციალური წარმომადგენლობა გაიხსნა