გიორგი გახარია – არავის მივცემთ უფლებას, ათობით ათასობით კეთილსინდისიერი პოლიციელის რეპუტაცია რამდენიმე დამნაშავის გამო შეიბღალოს

region
ავტ.: region ოქტომბერი 10, 2019 15:42

გიორგი გახარია – არავის მივცემთ უფლებას, ათობით ათასობით კეთილსინდისიერი პოლიციელის რეპუტაცია რამდენიმე დამნაშავის გამო შეიბღალოს

ათასობით კეთილსინდისიერი და ღირსეული პოლიციელის სახელით გეუბნებით, რომ ჩვენ დავაკავებთ პირველ რიგში იმას, ვინც შებღალავს პოლიციელის რეპუტაციას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ შსს-ს თანამშრომელს ეხებოდა.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო პირველ რიგში უმკაცრეს და შეურიგებელ ბრძოლას უცხადებს დამნაშავეებს მის რიგებში.

„არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ და რა დროს აიყვანეს შინაგან საქმეთა სამინისტროში. მნიშვნელობა აქვს იმას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც დღეს მთავრობის სხდომაზე ვთქვი, უმკაცრეს და შეურიგებელ ბრძოლას უცხადებს პირველ რიგში, დამნაშავეებს მის რიგებში. ამის დამადასტურებელი ფაქტია თუნდაც ეს, რომელიც პირველ რიგში შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიების შედეგად იყო დაკავებული ისევე, როგორც ის საზარელი ბოლო შემთხვევა, როდესაც ორი პოლიციელი იყო დაკავებული.

არავის მივცემთ უფლებას, ათობით ათასობით კეთილსინდისიერი პოლიციელის რეპუტაცია შეიბღალოს რამდენიმე დამნაშავის გამო, რომელიც უმკაცრესად და ყოველგვარი კომპრომისის გარეშე იქნება დასჯილი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

region
ავტ.: region ოქტომბერი 10, 2019 15:42

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,914
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics