გიორგი გახარია – არანაირი კომპრომისი ადამიანის სიცოცხლესთან დაკავშირებით არ იქნება და თუ იქნება საჭირო გამკაცრება შემდგომი ღონისძიებების, რა თქმა უნდა, მთავრობა ამ ღონისძიებებს გაამკაცრებს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 4, 2020 16:33

გიორგი გახარია – არანაირი კომპრომისი ადამიანის სიცოცხლესთან დაკავშირებით არ იქნება და თუ იქნება საჭირო გამკაცრება შემდგომი ღონისძიებების, რა თქმა უნდა, მთავრობა ამ ღონისძიებებს გაამკაცრებს

მნიშვნელოვანი

  • გიორგი გახარია - არანაირი კომპრომისი ადამიანის სიცოცხლესთან დაკავშირებით არ იქნება და თუ იქნება საჭირო გამკაცრება შემდგომი ღონისძიებების, რა თქმა უნდა, მთავრობა ამ ღონისძიებებს გაამკაცრებს

სხვა სტატიები

ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ, პირველ რიგში, პასუხისმგებლები ვართ ჩვენი მშობლების, მოხუცებულების წინაშე. ეს ფაქტი, რომელიც მოხდა, არის უკიდურესად საგანგაშო, ეს არის ის ზარი, რომელიც თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემ უნდა გაითვალისწინოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი პირველი პაციენტის შესახებ კომენტირებისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა მწუხარება გამოთქვა, და მიუსამძიმრა, პირველ რიგში, ოჯახს და ახლობლებს. ასევე, მან მიუსამძიმრა და მხარდაჭერა გამოუცხადა ექიმებს და ხაზი გაუსვა, რომ მათ ყველაფერი გააკეთეს ამ ქალბატონის გადასარჩენად.

„მინდა ისინი გავამხნევო იმიტომ, რომ ჩვენ წინ კიდევ უახლოესი კვირეების განმავლობაში დიდი ბრძოლები გველის. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ მზად უნდა ვიყოთ ყველაფრისთვის. ჩვენ უნდა ვიყოთ მზად სახელმწიფო, მთავრობა, სამოქალაქო სექტორი, ჩვენი მოქალაქეები, საზოგადოება, ყველანი უნდა ვიყოთ მზად იმისთვის, რომ გავუძლოთ მსგავს დარტყმებს. უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ ადამიანის სიცოცხლესთან დაკავშირებით კომპრომისი არ არსებობს. არ არსებობს არანაირი კეთილი მიზნები, ან რაღაც სხვა სახის გამოწვევები, რომლითან ჩვენ შეიძლება გავამართლოთ კომპრომისები აქ. რა თქმა უნდა, ჩვენ ამასთან ერთად გვესმის, რომ ვიბრძვით ორ ფრონტზე. ეს არის ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა და ეს არის ამავე დროს, ჩვენი ეკონომიკის გადარჩენა. სწორედ მთავრობის პასუხისმგებლობაა, რომ ამ ორ ფრონტზე გამარჯვებისთვის იპოვოს სწორი ბალანსი, რასაც ჩვენ, თქვენთან ერთად, ყველასთან ერთად, ჩვენს მედიკოსებთან ერთად, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად ვცდილობთ, რომ გავაკეთოთ“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ არანაირი კომპრომისი ადამიანის სიცოცხლესთან დაკავშირებით არ იქნება და თუ იქნება საჭირო გამკაცრება შემდგომი ღონისძიებების, რა თქმა უნდა, მთავრობა ამ ღონისძიებებს გაამკაცრებს.

„დღეის მდგომარეობით, ჩვენ გვყავს 157 ინფიცირებული, 9 ახალი ინფიცირებული, 1 აჭარაში და გვყავს სამწუხაროდ, 1 გარდაცვლილი. ეს გახლავთ ბოლნისის კლასტერიდან ქალბატონი, მოხუცებული ქალბატონი, 79 წლის, თანმდევი ქრონიკული დაავადებებით, რომლის სიცოცხლის გადასარჩენადაც ჩვენმა ექიმებმა გააკეთეს ყველაფერი, მაგრამ სამწუხაროდ, ეს არის ტრაგიკული შემთხვევა და სწორედ მსგავსი შემთხვევების მინიმიზაციისთვის, ჩვენ ვდგამთ მკაცრ ნაბიჯებს. კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ამ შემთხვევამ, ჩვენ უნდა დაგვანახოს და დაგვარწმუნოს, რომ ამ ბრძოლაში კომპრომისი არ არსებობს, სიმკაცრე ნაბიჯების, ეს არ არის ვიღაცის სურვილი. ეს არის ის ტრაგიკული აუცილებლობა, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა დავიცვათ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 4, 2020 16:33

Google სტატისტიკა


6,269
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics