„გაზაფხულს დაემთხვა მართლაც შესანიშნავი სიახლე და გაჩნდა იმედები, რომ კრიზისი გადაილახება ახალი საპარლამენტო არჩევნების გზით. ნიკა მელიას გათავისუფლების გარეშე, ქვეყანაში არავითარი პროგრესული პოლიტიკური პროცესი...
გუშინ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ნაყოფიერი შეხვედრა შედგა და დაიწყო პროცესი, რომელიც დღის ბოლოს ორბელიანების სასახლეში დაგვირგვინდა. მინდა, მადლობა გადავუხადო ევროპული საბჭოს პრეზიდენტს...
"დღევანდელი განცხადებების საპასუხოდ, რომელიც პრემიერმინისტრისგან მოვისმინეთ, მე მინდა კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, გუშინდელი შეხვედრის ერთ-ერთი უმნიშვენლოვანესი ასპექტი იყო ის, რომ ჩვენ შევთანხმდით, ვისაუბრებდით ყველა...
დღევანდელი აქცია იყო მშვიდობიანი და ჩვენ თავიდანვე გვქონდა დაანონსებული, რომ არანაირი ბლოკირება არ იქნებოდა, ვიდგებოდით პარლამენტის შესასვლელებთან. აქცია სკანდირებას ყოველთვის გულისხმობს, ჩუმი აქციები არ...
„კონკრეტულ პოლიტიკურ ნაბიჯებზე არ იყო შეთანხმება. ოთახიდან რომ გავდიოდით, ორივე მხარემ ერთმანეთს სიტყვა მივეცით, რომ შეწყდებოდა პროვოკაციული ქმედებები, გამონათქვამები და კონფრონტაციული მიმართვები, მოხდებოდა ტონის...
გარდაბანში, ერთ-ერთი სკოლის გვერდით მდებარე ფერმაში აფეთქება მოხდა. დაშავებულები არიან 11 და 15 წლის ძმები, რომლებიც ეზოში იმყოფებოდნენ. სავარაუდოდ, მათ ხელყუმბარა აუფეთქდათ. ისინი საავადმყოფოში...
შიდა ქართლში მასწავებელი დააკავეს, რომელიც მოსწავლის მიმართ გარყვნილ ქმედებაშია ბრალდებული. შსს-მ შუახნის კაცი მას შემდეგ დააკავა, რაც ფაქტი "მთავრმა არხმა" გააშუქა.
ცნობისთვის, ფაქტის შესახებ,...
"გირჩი — მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ნამახვანის ჰესზე განცხადებას აკეთებს :
"როგორც კი ბევრი ხალხი დაინახეს, ეგრევე დაიწყო პროტესტზე კაპიტალიზაციის და სათავეში მოქცევის მცდელობები...
"ნამოხვანჰესი დაახლოებით 5-მაგნიტუდიან მიწისძვრაზეა გათვლილი, 7-იანზე ის დაინგრევა", - ამის შესახებ "დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებათა ინსტიტუტის" ხელმძღვანელმა თეა გოდოლაძემ "მთავარი არხის" ეთერში ისაუბრა.
წამყვანის...
დღეს, აბაშაში საკვირაო წირვაში მონაწილეობა არ მიიღო ორმა სასულიერო პირმა დიაკვანმა კონსტანტინე გაბისონიამ და პეტრე ღუდუშაურმა.ჭყონდიდისა და მარტვილი მიტროპოლიტის მეუფე სტეფანეს განცხადებით, მამა პეტრე...
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ სამი დღის წინ უკანონოდ დაკავებული, ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტის მცხოვრები მალხაზ დოლუაშვილი გათავისუფლდა.
ოკუპანტებმა...
მეც და ნატალია ილიჩოვა მართლები ვართ, დარწმუნებული ვართ ჩვენს სიმართლეში, – განაცხადა ივერი მელაშვილმა საქალაქო სასამართლოში, სადაც დავით გარეჯის საკითხზე ილიჩოვასა და მელაშვილის ბრალდების...
დღეს, 2 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის განხილვა გაგრძელდება.
პროცესზე ბრალდების მხარის ორი მოწმე დაიკითხება. ერთ-ერთი სარეკლამო სააგენტოს...
დავით გარეჯის საკითხზე, ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე არსებითი განხილვა დღეს გაიმართება.
წინა სხდომაზე მოსამართლემ ბრალდებისა და დაცვის მხარის მიერ წარდგენილი...
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, სამი ...
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში კიდევ ერთ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ამ ვიზიტმა სულ მცირე, თვალი აუხილა. ...
დღეს, 2 მარტს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის გაცილების ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით...
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველო დატოვა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის გაცილების ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს ვიცე-პრემიერმა,...
თადარიგის გენერლისა და ევროპაში ამერიკის არმიის ყოფილი მთავარსარდლის, ბენ ჰოჯესის განცხადებით, ის, რომ საქართველოს მთავრობამ ასეთი ძალა გამოიყენა ოპოზიციური პარტიის ლიდერის წინააღმდეგ, ისე გამოიყურება,...
"გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები" - ამ ლოზუნგით ქართველმა ემიგრანტებმა ათენში, ევროპარლამენტის წარმომადგენლობის შენობასთან აქცია გამართეს.
საბერძნეთის დედაქალაქში მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს, რის გამოც, ადგილობრივმა ხელისუფლებამ საშვი მხოლოდ 20...
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ, შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების პროცესში, დროებითი მოთავსების იზოლატორების განვითარების კომპონენტზე ისაუბრა, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.
„კიდევ ერთი მიმართულება გახლავთ დროებით მოთავსების იზოლატორები, სადაც
ინფრასტრუქტურულ ნაწილში ფაქტობრივად გადახალისდა მათი კომპონენტი. დღეის
მდგომარეობით, როგორც ჩვენ თავიდანვე დაგპირდით, არ არსებობს არცერთი
დროებითი მოთავსების იზოლატორი, სადაც ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემა სრულად
არ ფუნქციონირებდეს. უფრო მეტიც, დღეის მდგომარეობით, 24 საათის მაგივრად
ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემის მონაცემები ინახება 120 საათის განმავლობაში.
ასევე დროებით მოთავსების იზოლატორების ნაწილში, ჩვენ გვქონდა გარკვეული
პრობლემები, მუდმივი სამედიცინო მომსახურების კონტექსტში. 7-დან გაიზარდა
14-მდე ის დაწესებულებები, სადაც უკვე არსებობს მუდმივი სამედიცინო
მომსახურეობა, ხოლო წლის ბოლომდე, 2019-ის ბოლომდე, ყველა – 29-ვე
დაწესებულებაში, იქნება მუდმივი სამედიცინო მომსახურეობა, რაც კრიტიკულად
მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ
რუსთავის დროებითი მოთავსების იზოლატორში, გაჩნდა არასრულწლოვნებისთვის
სპეციალური სივრცე. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ინფრასტრუქტურულ
ნაწილში 2019 წელს, თბილისში დაიწყება ახალი დროებითი მოთავსების
იზოლატორის მშენებლობა, რომელიც განთავსდება ავჭალაში და რომელიც გათვლილი
იქნება დაახლოებით 200 ადამიანზე.“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.
შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე,
როგორც უმრავლესობის, ისე უმცირესების წარმომადგენლები უსმენენ. გიორგი
გახარიამ დეპუტატებს მადლობა გადაუხადა შესაძლებლობისთვის და ასევე,
განაცხადა რომ მისთვის არასდროს ყოფილა პარლამენტში მისვლა პრობლემა.
„ ბატონო თავმჯდომარე, პატივცემულო პარლამენტარებო, ქალბატონებო და
ბატონებო, მინდა მადლობა გადაგიხადოთ შესაძლებლობისთვის კიდევ ერთხელ
მოგმართოთ თქვენ, საქართველოს პარლამენტს და მინდა გითხრათ აბსოლუტურად
გულწრფელად, რომ ჩვენთვის არასოდეს ყოფილა პრობლემა პარლამენტში მოსვლა.
ჩვენ არასოდეს შეგვშინებია მწვავე კითხვებისთვის და მწვავე დისკუსიების.
რაც მთავარია, ჩვენ ყოველთვის გვესმოდა პარლამენტის მაკონტროლებელი ფუნქცია
და პატივს ვცემთ ინტიტუტებს. სწორედ ამიტომ, დღეს აქ ვართ, რომ პასუხი
გავცეთ ერთი წლის განმავლობაში დაგროვილ მწვავე შეკითხვებს. აბსოლუტურად
მზად ვართ ასევე, დისკუსიისთვის.
ზუსტად 1 წლის წინ, ჩვენ აქ ავიღეთ გარკვეული ვალდებულებები 2018 წელზე
და თავს ვალდებულად ვთვლით, გარკვული ანგარიში ჩავაბაროთ პარლამენტს.
გპირდებით, რომ ეს იქნება სტრუქტურირებული, ძალზედ მოკლე, კონკრეტულ
შედეგებზე და კონკრეტულ გეგმებზე ორიენტირებული მოხსენება.
ჩვენ დღეს აქ ვიმყოფებით შინაარსობრივი დისკუსიისთვის, მწვავე
დისკუსიისთვის და არა პოლიტიკური ცეკვებისთვის კამერების წინ და არც
ფსევდო ინტელექტუალური, ფუჭი, უმიზნო დებატებისთვის. იმედი მაქვს, რომ ამ
რეჟიმში ჩვენ შევძლებთ დავამყაროთ დიალოგი იმისთვის, რომ გამოვავლინოთ
რეალური გამოწვევები, როგორც სამინისტროს ასევე, ქვეყნის უსაფრთხოების
წინაშე.
ჩვენ საუბარი დავიწყეთ ერთი წლის წინ და მაშინ განვაცხადეთ, რომ
აუცილებლობას ვხედავთ სისტემური რეფორმირების და ამ რეფორმირების ნაწილში,
ჩვენ გამოვყავით რამდენიმე ძირითადი მიმართულება: ეს გახლავთ შინაგან
საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული რეფორმირება, შინაარსობრივი რეფორმა,
საკანონმდებლო რეფორმა და რა თქმა უნდა, ინფრასტრუქტურა. ამიტომ, მე
აბსოლუტურად მოკლედ ვეცდები მოგახსენოთ 2018 წლის კონკრეტული მიღწეული
შედეგები, რომელიც უკვე გვაქვს და ის კონკრეტული მიზნები, რომელიც 2019
წლისთვის გვაქვს დასახული.“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.