გიორგი გახარია ამერიკის შეერთებულ შტატებში კარა მაკდონალდს შეხვდა

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებში, კარა მაკდონალდს შეხვდა.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში დემოკრატიზაციის, ადამიანის უფლებების, მართლმსაჯულების და კორუფციის კუთხით არსებული გამოწვევები. მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს დღეის მდგომარეობით მიღწეული პროგრესი და ის კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც სამომავლოდ დამატებით უნდა გადაიდგას ანტიკორუფციული ღონისძიებების და სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობის მიმართულებით.

გიორგი გახარიამ კარა მაკდონალდსთან შეხვედრაზე პარტია „საქართველოსთვის“ რეფორმების დღის წესრიგზე და 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზეც ისაუბრა. გიორგი გახარიამ ქ-ნ მაკდონალდს საკუთარი პოლიტიკური პარტიის პროგრამული ხედვა და სამომავლო გეგმები გააცნო.

banner
წინა სტატიაშიროსტომ ჩხეიძე: ხელისუფლების ცვლილებისთანავე ამნისტიის კანონი გადაიხაზება
შემდეგი სტატიაქურდიანის ქუჩაზე მოსასვენებელი სივრცე მოეწყო