გიორგი გახარია – ამ ქვეყანაში სამოქალაქო სექტორი არის ჩვენი სოციალური და პოლიტიკური ქსოვილის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და ეფექტურად მომუშავე სექტორი

შესყიდვების ნაწილში გადაუდებელი იყო დაახლოებით 90-94 მლნ ლარი და აქედან 90% იყო, რაც ზუსტად ვიცი, იყო Covid-19-თან ბრძოლის თემა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც Covid-19-ის პანდემიის პირობებში, საგანგებო მდგომარეობის დროს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიში წარადგინა და დეპუტატების კითხვებს უპასუხა.

მისივე თქმით, ხელისუფლების ყველაზე ეფექტური მექანიზმი საქართველოში არის სამოქალაქო სექტორი.

„ხელისუფლების ყველაზე ეფექტური მექანიზმი, რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანაში არის სამოქალაქო სექტორი. ყველას ხომ კარგად გვესმის, რომ ამ ქვეყანაში სამოქალაქო სექტორი არის ჩვენი სოციალური და პოლიტიკური ქსოვილის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და ეფექტურად მომუშავე სექტორი, ამიტომ ესაა ის, რაც არის გარეთ. ახლა რაც შეეხება შიგნით, სახელისუფლებო სისტემაში. საგანგებო მდგომარეობის პირობებში, ფილტრი გადიოდა შემდეგნაირად – უწყებრივი სამინისტრო, შემდგომ, შტაბი, რომელიც იყო შექმნილი საბჭოს დონეზე, შემდეგ მთავრობა და ახლა აქ თუ კიდე რაღაც გაიპარა, თუმცა რისკი არსებობს, დარწმუნებული ვარ, რომ უკან გადახვევით ყველა შესყიდვის სკრინინგი მოხდება, დეტალურად, გამადიდებელი შუშის ქვეშ იქნება ამ ყველაფრის განხილვები,“- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

banner
წინა სტატიაშიგაიმართა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა და სესიის სხდომები
შემდეგი სტატიაგიორგი გახარიას პასუხი გიგა ბოკერიას – თეა წულუკიანს დავაწინაურებ