გიორგი გახარია – ახალგაზრდების ძალიან დიდ ნაწილს, რომელიც რუსთაველზე იყო გამოსული, არც ნარკოტიკების გავრცელებასთან და არც მოხმარებასთან არანაირი კავშირი არ აქვს

ახალგაზრდების ძალიან დიდ ნაწილს, რომელიც რუსთაველზე იყო გამოსული, არც ნარკოტიკების გავრცელებასთან და არც მოხმარებასთან არანაირი კავშირი არ აქვს, – ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში დეპუტატების კითხვებზე პასუხის გაცემისას განაცხადა.

„ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს არის ამ ქვეყნის მომავალი. მიღწეული იყო გონივრული შეთანხმება. ამ გონივრული შეთანხმების შედეგი გახლავთ ის, რომ 17 მაისი ჩავატარეთ მშვიდად და წყნარად. შედეგი იყო კიდევ ის, რომ ორშაბათს ქალაქმა ჩვეულებრივი რეჟიმით იცხოვრა და ახალ ვართ მოლაპარაკებების რეჟიმში. მივაღწევთ შედეგებს, რაც ყველასთვის მისაღები იქნება“, – აღნიშნა შს მინისტრმა.

შს მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ ღამის კლუბებში არავინ შეჭრილა.

„არ იყო ეს არსად შეჭრა. ის ფორმები, რაც იყო გამოყენებული, იყო კანონიერი, ახალგაზრდებისვე დასაცავად. არანაირი დისკომფორტი იქ ამ ხალხისთვის არ შექმნილა, გარდა იმისა, რომ კლუბური ცხოვრებისთვის განსაზღვრული პარასკევი საღამო ჩვენ მართლა გავუფუჭეთ ამ ხალხს. მაგრამ საჯარო სიკეთე ერთი და მეორე მხრიდან უბრალოდ შეუდარებელია. თუ კიდევ გვექნება მსგავსი არჩევანი, ისეთი კრიტიკული, როგორიც იყო, ჩვენ უბრალოდ, ვალდებული ვიქნებით, მოვიქცეთ მსგავსად“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია – ორივე მხრიდან დასავიწყებელია, რა ხდებოდა ცხრა წლის უკან და 2003 წელს
შემდეგი სტატიაუბნის ოფიცერს უნდა ქონდეს ნდობის ისეთი ხარისხი, კარზე რომ დააკაკუნებს, მოქალაქემ გაუღოს და სახლში შეუშვას