გიორგი გახარია-აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერებთან ვიდეო კონფერენციისას სანდო პარტნიორის რანგში განვამტკიცეთ საქართველოს ევროპული მისწრაფებები

აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერებთან მქონდა უმნიშვნელოვანესი საუბარი ვიდეო კონფერენციის ფორმატში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ოფიციალურ გვერდზე წერს.

მთავრობის მეთაური მადლობას უხდის ევროკავშირს და პარტნიორ ქვეყნებს პანდემიის პერიოდში აღმოჩენილი დახმარებისთვის.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერებთან მქონდა უმნიშვნელოვანესი საუბარი, ვიდეო კონფერენციის ფორმატში. სანდო პარტნიორის რანგში განვამტკიცეთ საქართველოს ევროპული მისწრაფებები და მომავალზე ორიენტირებული პროგრამის მნიშვნელობას გავუსვით ხაზი. მადლობელი ვართ ევროკავშირისა და პარტნიორი ქვეყნებისადმი, პანდემიის პერიოდში აღმოჩენილი დახმარებისთვის. ევროკავშირის როლი მნიშვნელოვანია კონფლიქტის გადაჭრაში“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

banner
წინა სტატიაშიკოვიდ -19 მარნეულის პედიატრიულ კლინიკაში – ინფიცირებულია დედა-შვილი
შემდეგი სტატია“ელჩების ერთობლივ განცხადებაში პირდაპირაა ნათქვამი, რომ 8 მარტის შეთანხმება არ არის შესრულებული”