გიორგი გახარია : ადაპტაციის ეტაპზე, ჩვენ სწრაფად უნდა გამოვავლინოთ, ეფექტიანად ვუმკურნალოთ და ასევე სწრაფად დავაბრუნოთ ჩვენი გამოჯანმრთელებული მოქალაქეები ნორმალურ ცხოვრებაში

დღეს, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ რისკების მართვის, ადაპტაციის ეტაპზე, ეს მოიცავს სწრაფი გამოვლენის და გავრცელების შენელების ეტაპს, კლინიკურ მართვას და ადამიანის სწრაფ დაბრუნებას ნორმალურ ცხოვრებაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა მეორე ეტაპზე და აღნიშნა, რომ მეორე ეტაპი იყო ადაპტაცია და მთავრობას, სწორედ ამ ადაპტაციისთვის სჭირდებოდა დრო.

„დღეს კი, ადაპტაციის და მართვის ეტაპზე ვართ. რას გულისხმობდა ჩვენთვის მკაცრი შეზღუდვები. მოგეხსენებათ, რომ პირველ ეტაპზე, ჩვენი ძირითადი ამოცანა იყო ვირუსის გავრცელების შეფერხება დროში. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა იყო გამოცხადებული, მკვეთრად დავაგდეთ მობილობა, რამაც მოგვცა შესაძლებლობა, მოგვეგო დრო. ამ დროის განმავლობაში, პირველი ამოცანა იყო, პირველ რიგში, სისტემის მომზადება, ჯანდაცვის სისტემის მომზადება, ტესტირების სისტემის მომზადება, პერსონალის გადამზადება და კიდევ ბევრი სხვა მიზანი, რომელიც უნდა განგვეხორციელებინა და რომელიც განვახორციელეთ, თუმცა გასაგები იყო, რომ ეკონომიკის ინტერესებიდან გამომდინარე, საგანგებო მდგომარეობის და მკვეთრი შეზღუდვების დიდხანს გაგრძელება იყო შეუძლებელი და რა თქმა უნდა, ჩვენ, ყველამ ერთად, ამ შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა დავიწყეთ. ეს იყო აბსოლუტურად გამართლებული და სწორი ნაბიჯი. დღეს, ინფიცირებულების რაოდენობა გულისხმობს იმას, რომ ჯანდაცვის სისტემა სრულად არის მზად იმისთვის, რომ კლინიკურად მართოს ეს პროცესი. დღეს, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ რისკების მართვის, ადაპტაციის ეტაპზე, ეს მოიცავს სწრაფი გამოვლენის და გავრცელების შენელების ეტაპს, კლინიკურ მართვას და ადამიანის სწრაფ დაბრუნებას ნორმალურ ცხოვრებაში.

ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ მესამე, ყველაზე მნიშვნელოვან, ვირუსის მართვის ეტაპზე, უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება სისტემა, რომელმაც სწრაფად უნდა გამოავლინოს ინფიცირების შემთხვევები, ამით, პირველ რიგში, უნდა შეანელოს ინფექციის გავრცელება, შემდეგ, კლინიკურმა ჯგუფმა ეფექტურად უნდა უმკურნალოს, გამოაჯანმრთელოს ჩვენი მოქალაქეები და შემდგომ, ასევე ეფექტურად, სწრაფად უნდა დავაბრუნოთ ნორმალურ ცხოვრებაში“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია : მარტის თვეში PCR – ტესტს ქვეყანაში აკეთებდა მხოლოდ ლუგარის ლაბორატორია, დღეს ასეთი ლაბორატორია არის 22 და ნაცვლად 200 ტესტისა დღეში 9 000 ტესტი კეთდება
შემდეგი სტატიაკორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 164 აჭარას, 34 თბილისს, 22 კი იმერეთს უკავშირდება