გიორგი გახარია აცხადებს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საკანონმდებლო ინიციატივაში პირდაპირ წერია, რომ ეს არ ეხება მედიას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საკანონმდებლო ინიციატივაში პირდაპირ წერია, რომ ეს არ ეხება მედიას.

მისი თქმით, ტყუილია ინფორმაცია, რომ აღნიშნული კანონპროექტი მედიისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

„ეს არის კიდევ ერთი ტყუილი, კიდევ ერთი ტყუილია. მედიის თვალსაზრისით ეს არ წარმოადგენს არანაირ საფრთხეს. როგორც ვიცი, საკანონმდებლო ინიციატივაში პირდაპირ წერია, რომ ეს არ ეხება მედიას. ის, რაც ქვეყანაში აქამდე ხდებოდა, ასეთი განუკითხაობა, ეს დასასრულებელია. ქვეყანაში არსებობს კრიტიკული ინფრასტრუქტურა, რომელზეც მისი მფლობელების გარდა, ასევე სახელმწიფოც პასუხისმგებელია.

ვიდრე კრიტიკული ინფრასტრუქტურის მართვის სრულფასოვანი საკანონმდებლო ჩარჩო გვექნება, ჩვენ რა თქმა უნდა, უნდა ვიზრუნოთ მსგავს მიმართულებებზე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია : ყველას უნდა გვესმოდეს, რომ კარგად ჩატარებული არჩევნები არის საერთო მიზანი, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ოპოზიცია იქნება, თუ მმართველი პარტია
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია: სამ ფრონტზე ვიბრძვით, დრო არ გვაქვს, იმაზე ვიმსჯელოთ – ვინ იქნება პირველი ნომერი