გიორგი გახარია აჭარის რეგიონს ეწვია

შინაგან საქმეთა მინისტრი აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს
შეხვდა. გიორგი გახარიამ ქობულეთის და ბათუმის პოლიციის განყოფილებები
მოინახულა და თანამშრომლებთან ერთად სისტემური განახლების ფარგლებში
მიმდინარე რეფორმები განიხილა. მათ შორის, განსაკუთრებული ყურადღება
გამახვილდა კრიმინალურ პოლიციაში საგამოძიებო, ოპერატიული და საუბნო
მიმართულებების ერთმანეთისგან გამიჯვნის მნიშვნელობაზე, ასევე გამოძიების
ხარისხის გაუმჯობესებაზე.
საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების ფარგლებში აჭარის
საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახური ახალი ბალისტიკური სკანერით,
დოკუმენტებისა და ხელნაწერების ექსპერტიზისათვის განკუთვნილი სპეციალური
მიკროსკოპით აღიჭურვა. ახალი ტექნიკური შესაძლებლობები ხელს შეუწყობს
საგამოძიებო პროცესის სწრაფ და ეფექტიან წარმოებას.
შინაგან საქმეთა მინისტრმა პოლიციელებთან სამუშაო შეხვედრები პირველ
მოადგილესთან კახა საბანაძესთან და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის
ხელმძღვანელთან კოტე ანანიაშვილთან ერთად გამართა.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ თბილისში 4 მაღაზიის ქურდობის ფაქტი გახსნა
შემდეგი სტატიათბილისში მაღალსართულიანი შენობიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა