გიორგი გახარია – 95 ქვეყანას ვთავაზობთ პროგრამას „იმუშავე საქართველოდან“

region
ავტ.: region აგვისტო 27, 2020 14:44

გიორგი გახარია – 95 ქვეყანას ვთავაზობთ პროგრამას „იმუშავე საქართველოდან“

ძალიან კარგი წამოწყება აქვს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას, რომელიც ჩვენ დღეს უნდა განვიხილოთ და ვიმსჯელოთ, საინტერესო წინადადებაა, რომელსაც ჰქვია “იმუშავე საქართველოდან”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ეს პროგრამა იმუშავებს 95 ქვეყნისთვის, რაც ნიშნავს იმას, რომ 95 ქვეყნის, დისტანციურად მომუშავე სხვადასხვა გლობალურ კომპანიის თანამშრომლებს, საქართველოს მთავრობა სთავაზობს, მინიმუმ 180 დღის განმავლობაში დისტანციურად შეასრულონ სამუშაო ვალდებულებები.

„მოგეხსენებათ გლობალური პანდემიის პირობებში სულ უფრო და უფრო მეტი, როგორც ტრანსნაციონალური კორპორაციები ასევე, გლობალური კომპანიები გადადიან დისტანციურ მუშაობაზე და ფაქტობრივად ადამიანის გეოგრაფიულ მდებარეობას არ აქვს მნიშვნელობა იმისთვის, რომ დისტანციურად განახორციელოს თავისი უფლებამოვალეობები. ამიტომ ჩვენ ვთავაზობთ 95 ქვეყანას პროგრამას “იმუშავე საქართველოდან”, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენს რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო მიღწევები ვირუსის მართვის დავაკონვერტიროთ კონკრეტულ შემოსავლებში ჩვენი ტურისტული სექტორისთვის. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ეს პროგრამა იმუშავებს 95 ქვეყნისთვის, რაც ნიშნავს იმას, რომ 95 ქვეყნის, დისტანციურად მომუშავე სხვადასხვა გლობალურ კომპანიებში თანამშრომლებს, ჩვენ, ვეპატიჟებით საქართველოში და მინიმუმ 180 დღის განმავლობაში ვთავაზობთ დისტანციურად საქართველოდან შეასრულონ თავიანთი სამუშაო ვალდებულებები და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პირველ რიგში საქართველოში მათი ყოფნა იყოს უსაფრთხო მათი ჯანმრთელობისთვის და რა თქმა უნდა ასევე, კომფორტული. ეს პროგრამა ატვირთულია უკვე stopcov.ge-ზე, ყველას შეუძლია ამით ისარგებლოს და შესაბამის, დეტალურ განმარტებებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია დღეს კიდევ გააკეთებს“, – აღნიშნა პრემიერ მინისტრმა.

region
ავტ.: region აგვისტო 27, 2020 14:44