გიორგი გახარია – 8 თებერვლიდან თბილისში, რუსთავში და ქუთაისშიც ამოქმედდება ტრანსპორტი და ბაზრობები განაახლებენ მუშაობას

ორშაბათიდან, 8 თებერვლიდან, საქართველოში სრული მასშტაბით ამოქმედდება მუნიციპალური ტრანსპორტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ორშაბათიდან, 8 თებერვლიდან, ასევე სრულად ამოქმედდება ბაზრობები.

„ორშაბათიდან, 8 თებერვლიდან, საქართველოში სრული მასშტაბით ამოქმედდება მუნიციპალური ტრანსპორტი, რაც ნიშნავს, რომ მუნიციპალური ტრანსპორტი ამოქმედდება თბილისშიც, რუსთავშიც და ქუთაისშიც. მეტრო, ავტობუსი და სამარშრუტო მიკროავტობუსები. გარდა ამისა, 8 თებერვლიდან, ორშაბათიდან ამოქმედდება ასევე სრულად ბაზრობები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაში15 თებერვლიდან თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდება
შემდეგი სტატია15 თებერვლიდან საქართველოში კვების ობიექტები მუშაობას განაახლებენ