გიორგი გახარია : 70 წელს ზემოთ მყოფ პენსიონერებს პირველი ივლისიდან პენსია 30 ლარით გაეზრდებათ

საქართველოში პენსიები 1 ივლისიდან გაიზრდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში მიმდინარე სხდომაზე განაცხადა.

“ანტიკრიზისული გეგმა საკმაოდ სერიოზული ნაშრომია. ჩვენ ამ ბიუჯეტით შევინარჩუნეთ პენსიების ზრდის გეგმა, რომელიც წლის დასაწყისიდან გვქონდა გამოცხადებული. ამ მექანიზმებით, ჩვენს პენსიონერებს 70 წელს ზემოთ, პირველი ივლისიდან პენსია 30 ლარით გაეზრდებათ და საერთო ჯამში, ის 250 ლარს მიაღწევს.

გარდა ამისა, მაღალ სოფლებში მცხოვრები პენსიონერები კიდევ უფრო მეტ პენსიას მიიღებენ და მათი საპენსიო სარგებელი 300 ლარი იქნება. ასევე მნიშვნელოვანია ის დაზღვევის მექანიზმები, რომელიც პენსიონერებს აძლევს შესაძლებლობას, რომ პენსია ეტაპობრივად გაიზარდოს. ზრდა იქნება დაკავშირებული, როგორც ინფლაციასთან, ასევე 70 წელს ზემოთ ადამიანებისათვის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელთან,”- განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია : ინფიცირების ოთხი ახალი შემთხვევა, რომლის წყაროც დაუდგენელია, დიდი რისკის შემცველია
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია : შიდა ტურიზმის გახსნა ტურისტულ სექტორს აძლევს შესაძლებლობას, უფრო სწრაფად აღდგეს, მაგრამ თითოეულ ჩვენგანს, ბიზნესოპერატორს, მოქალაქეს მართებს სიფრთხილე