გიორგი გახარია 29 სექტემბერს იენს სტოლტენბერგს შეხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია 29 სექტემბერს ნატო-ს გენერალურ მდივანს შეხვდება.

ინფორმაციას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პრესსამსახური ავრცელებს.

პრესრელიზის მიხედვით, იენს სტოლტენბერგი გიორგი გახარიას ბრიუსელში 29 სექტემბერს უმასპინძლებს, პრემიერთან ერთად ნატო-ს სათაო ოფისს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანიც ეწვევა.

შეხვედრის შემდეგ მხარეების ერთობლივი განცხადებებიც არის დაგეგმილი.

banner
წინა სტატიაშინუ იმალებით – “ლელოს” თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს
შემდეგი სტატიამიმდინარე წელს, დიდუბეში ასფალტის საფარი 53 454 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა