გიორგი გახარია 20 ივნისზე: ნუ ეძებთ კატას ბნელ ოთახში, არც ერთი უკანონო ბრძანება არ გაცემულა

 

„არასდროს მქონია პრობლემა, ისევე როგორც 20 ივნისთან დაკავშირებით, კითხვებზე პასუხი გამეცა!

მინდა გაგახსენოთ, რომ არც ერთ მაშინდელ იმ ოპოზიციონერს, რომელმაც დაიმკვიდრა თავი ოპოზიციაში, კითხვაზე პასუხიც არ გაუცია. მე ვიჯექი თქვენთან, ბევრგან მისაუბრია 20 ივნისზე, არც ერთ ოპოზიციონერს, რომელიც იმ დღეს იყო იქ, რომელიც აორგანიზებდა და მოუწოდებდა ადამიანებს პარლამენტში შეჭრისკენ, უბრალოდ, კითხვაზეც არ გაუცია პასუხი, რატომ აკეთებდნენ ამას ან რით ხსნიდნენ ამას.
ნუ ეძებეთ ბნელ ოთახში შავ კატას, მით უმეტეს, თუ ის იქ არ არის. მარტივად გიხსნით – ეს ბრძანება არ ყოფილა – ეს ერთი, არანაირი უკანონო ბრძანება 20 ივნისის განმავლობაში არ გაცემულა. სხვა ყველაფერი, რაც ბრძანების და შესაბამისი განკარგულების ფარგლებში მოხდა 20 ივნისს, ჩემი პასუხისმგებლობაა! გამიცია პასუხი და შემდგომშიც გავცემ, დაკითხვაზეც ვყოფილვარ, პასუხებიც გამიცია, ნებისმიერ ფორმატში გავცემ პასუხს,– განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

„მე დღესაც ვფიქრობ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ერთადერთი, რასაც მიაღწია იმით, რაც გააკეთა და როგორც გააკეთა, მიაღწია იმას, რომ ფაქტობრივად, პარლამენტის შტურმში ორგანიზატორი არ იქნება სასამართლო წინაშე წარდგენილი და მართლმსაჯულება არ აღდგება, რადგან პოლიტიკურად მოტივირებული გახდა მელიას შემთხვევა. საერთაშორისო პარტნიორების ჩაერივნენ იმისთვის, რომ სიტუაცია ქვეყანაში დაწყნარებულიყო. ფაქტობრივად, ამნისტიის სახით მივიღეთ გათავისუფლებული სისხლის სამართლის კონკრეტული ბრალდებით დაკავებული ხალხი. როდესაც საქართველოს ბოლო 7-8 წლიან ისტორიაში პოლიტიკური პატიმარი საერთოდ არ არსებობდა, შეთანხმების ნაწილი გახდა პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულება. პოლიტიკა კომპრომისებია. მე ვიდრე შემეძლო გარკვეული პოლიტიკური როლის ფუნქციის შესრულება, მე იქ ვიყავი. ეს კედელი გუნდური იყო. ბევრი ხალხი იყო. მე როდესაც ვამბობ, რომ მმართველობის სისტემა არ არის დაბალანსებული და ინსიონალური წესრიგი არ არის, ეს ნიშნავს იმას, რომ რაღაც მომენტში პარტია-ჩემი, აღმასრულებელი ადამიანის უფლებამოსილებაში შემოიჭრა პირდაპირ. ეს გადაწყვეტილება იყო თავიდან ბოლომდე ჩემი. არავისთან შემითანხმებია, რა კომუნიკაცია იყო, ვისთან და ვის მიერ, არ მაინტერესებს“, – განაცხადა გახარიამ.

ამასთან, კითხვაზე შეიძლებოდა თუ არა შს მინისტრის გადაყენება ნიკა მელიას დაკავების ოპერაციამდე, გახარია აცხადებს, რომ ეს ქვეყენას კრიზისში შეიყვანდა.

„გომელაურის გადაყენება შესაძლებელი იყო, თუმცა ეს იქნებოდა ქვეყნის საჩუქარი „ნაციონალური მოძრაობისთვის“. ეს კრიზისში შეიყვანდა ქვეყანას, ბევრად უფრო დააზიანებდა“, – აღნიშნა გახარიამ.

გიორგი გახარია აცხადებს, რომ 20 ივნისის საქმეზე ამნისტიას მხარს არ დაუჭერდა.

„ჩემთვის მიუღებელია, რომ შეთანხმების საგანია ამნისტია, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. მე დღეს ამნისტიას მხარს არ დავუჭერ, რადგან პოლიტიკური თანამდებობის პირებს და მე ეს ამნისტია არ გვჭირდება. „ოცნებამ“ მიაღწია იმას, რომ 20 ივნისის შტურმის ორგანიზატორები დღეს შეიძლება გახდეს ამნისტირებულები და მათ ვიღაცამ სამუდამო იმუნიტეტი შესძინა, რადგან თურმე პოლიტიკური მართლმსაჯულების ნაწილი გახდა ნიკა მელია, რომელიც ადამიანებს მოუწოდებდა პარლამენტის შტრურმისკენ. დღეს ვიღაც გამოვა და იტყვის, გახარია „ნაცაიონალური მოძრაობის“ წისქვილზე ასხამდა წყალსო. ადამიანები, რომლებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ პარტია დაეზიანებინათ“, – განაცხადა გახარიამ.

 

პარტია ,,საქართველოსათვის” თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ ნაციონალური მაუწყებლების ჟურნალისტებთან შეხვედრა გუშინ დააანონსა. შეხვედრას არ ესწრება ტელეკომპანია იმედი და პოსტ ტვ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია პოლიციაზე: „მათთან ერთად ქვეყნის მსახურებაში მათთან ერთად გატარებული ყველა დღე ჩემთვის იყო უაღრესად მნიშვნელოვანი და პატივსაცემი”
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია: პოლიტიკური ველი უნდა გაიხსნას ახალი თაობის ახალგაზრდა პოლიტიკოსებისთვის