გიორგი გახარია: 20 ივნისი ჩემი ტვირთია და მე ვატარებ

ჟურნალისტ ინგა გრიგოლიასთან ინტერვიუს დროს გიორგი გახარიამ 20 ივნისის შესახებაც ისაუბრა და გადაჭრით უარყო, რომ 20 ივნისს პოლიციის მოქმედებაში ივანიშვილის ჩარევას ჰქონდა ადგილი.

„20 ივნისთან დაკავშირებით მე რამოდენიმეჯერ ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს ჩემი ტვირთია და მე ამ ტვირთს ვატარებ. მე მაშინ ვიყავი შინაგან საქმეთა მინისტრი. მაშინ ბიძინა ივანიშვილი იყო პარტიის თავჯდომარე – არცერთ შემთხვევაში მე არანაირი შეზღუდვა არც შინაგან საქმეთა მინისტრის პოზიციაზე, ან ეკონომიკის მინისტრის პოზიციაზე არ მქონია. არ ყოფილა შემთხვევა რომ პარტიის თავჯდომარე მაშინდელი – ბიძინა ივანიშვილი ჩემს პირდაპირ მოვალეობაში ჩარეულიყო.“

ჟურნალისტის ჩაკითხვაზე, რომ 20 ივნისის სპეცოპერაცია ნამდვილად ბიძინა ივანიშვილის გარეშე იყო თუ არა, გახარიამ ხაზგასმით უპასუხა, რომ ასეა და 20 ივნისის ოპერაციის მთელი პასუხისმგებლობა მასზეა.

„რა თქმა უნდა, ასე იყო. მე ვარ ის საჯარო მოხელე, რომელიც როგორც კი არალეგიტიმურად მის პირდაპირ მოვალეობაში, პასუხისმგებლობის ზონაში ერევიან და და მე არა მაქვს შესაძლებლობა რომ ლაპარაკის და მოლაპარაკებების საფუძველზე კომპრომისს მივაღწიო – მე რა თქმა უნდა გადავდგები, ვინც არ უნდა იყოს ეს – ბიძინა ივანიშვილი ან კიდევ ვიღაც სხვა. არა აქვს ამას ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა… რომ ამოვწუროთ ეს თემა – მე დღეს ვარ ოპოზიციურ ფლანგზე. ჩემი კონკურენტების ერთი ნაწილი არის ხელისუფლებაში და დაიწყონ გამოძიება როგორიც უნდათ და მეორე არის პარლამენტში და შექმნან კომისია – ეს არ არის ჩემთვის პრობლემა. და ეს იქნება ჩემი მოქმედების ღირებულება ყოველ ნაბიჯზე, იმიტომ რომ მე არა მაქვს ამის შიში. მე ყოველთვის, როცა რაღაცას ვაკეთებ – ამაზე პასუხისმგებლობას ვიღებ.’’ – განაცხადა ექსპრემიერმა და პარტია „საქართველოსათვის“ თავჯდომარემ გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიგახარია ივანიშვილზე: მქონდა კომუნიკაციის მცდელობა როდესაც დავრწმუნდი, რომ ადამიანები რომლებიც ამას ვერ გაბედავდნენ – ერეოდნენ ჩემს კომპეტენციაში.
შემდეგი სტატიამამუკა ხაზარაძე გიორგი გახარიას პასუხობს