გიორგი გახარია – 11 მაისიდან, ორშაბათიდან გაიხსნება ყველა სახის წარმოება, გარდა ამისა, ყველა სახის საცალო და საბითუმო მაღაზია, რომელსაც აქვს შესასვლელი ქუჩიდან და რომელიც არ ვაჭრობს ტანსაცმლით და ფეხსაცმლით, ეს არ ეხება მოლებს

11 მაისიდან, ორშაბათიდან გავხსნით ყველა სახის წარმოებას. თუ აქამდე საუბარი იყო მხოლოდ სამშენებლო მასალების წარმოებაზე, გაიხსნება ყველა სახის წარმოება და გარდა ამისა, ჩვენ გავხსნით ყველა სახის საცალო და საბითუმო მაღაზიას, რომელსაც აქვს შესასვლელი ქუჩიდან და რომელიც არ ვაჭრობს ტანსაცმლით და ფეხსაცმლით. ეს არ ეხება მოლებს და ტანსაცმლით და ფეხსაცმლით მოვაჭრე მაღაზიებს. სხვა ყველა სახის მაღაზია შესაძლებელია, რომ ორშაბათიდან ამოქმედდეს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მოქალაქეების და ექიმების ყოველდღიური პასუხისმგებლიანი ქმედების და შრომის შედეგია, რომ დღეს შესაძლებელია გარკვეული სექტორების გახსნის დაჩქარება.
“მოგეხსენებათ, როდესაც ჩვენ წარმოვადგინეთ ეკონომიკის გახსნის 6 ეტაპი, მაშინვე ვთვით, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე შესაძლებელი იყო როგორც ამ გეგმის აჩქარება, ისე მისი გარკვეული ნაწილების გადავადება. დღეის მდგომარეობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი მოქალაქეების და ექიმების ყოველდღიური პასუხსმგებლიანი ქმედების და შრომის შედეგია, რომ შეგვიძლია გარკვეული სექტორების გახსნა დავაჩქაროთ, ისე როგორც დავაჩქარეთ მშენებლობის გახსნა 1 კვირით და მშენებლობასთან დაკავშირებული ყველა წარმოების. ეს გვაძლევს საშუალებას, რომ შუალედები გახსნებს შორის შევამციროთ და გარკვეული სექტორები გავხსნათ უფრო ადრე. დღეს შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ 11 მაისიდან, ორშაბათიდან გავხსნით ყველა სახის წარმოებას. თუ აქამდე საუბარი იყო მხოლოდ სამშენებლო მასალების წარმოებაზე, გაიხსნება ყველა სახის წარმოება და გარდა ამისა, ჩვენ გავხსნით ყველა სახის საცალო და საბითუმო მაღაზიას, რომელსაც აქვს შესასვლელი ქუჩიდან და რომელიც არ ვაჭრობს ტანსაცმლით და ფეხსაცმლით. ეს არ ეხება მოლებს და ტანსაცმლით და ფეხსაცმლით მოვაჭრე მაღაზიებს. სხვა ყველა სახის მაღაზია შესაძლებელია, რომ ორშაბათიდან ამოქმედდეს. გარდა ამისა, არის კიდევ გარკვეული შეღავათები საფინანსო სექტორთან დაკავშირებით, მაგრამ ამ ინფორმაციას, ისევე როგორც ყველა იმ პროტოკოლს და ახალ ეტაპებს ეკონომიკის გახსნისა თქვენ უახლოეს პერიოდში ნახავთ მთავრობის შესაბამის საინფორმაციო წყაროებზე,” – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიდავით ბაქრაძე : არ არსებობს ნახევარი შეთანხმების შესრულება, შეთანმხება სრულდება მთლიანად ან არ სრულდება
შემდეგი სტატიაროდის რა შეზღუდვა მოიხსნება საქართველოში