გიორგი გაჩეჩილაძე – თუ გაუქმდება გარემოს დაცვის სამინისტრო, ამ ცვლილებას მხარს არ დავუჭერ

გარემოს დაცვის სამინისტროს შესაძლო გაუქმების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე უკმაყოფილება გამოთქვა უმრავლესობის წევრმა გიორგი გაჩეჩილაძემ.

როგორც „ქართული ოცნების“ ოფისში შესვლამდე დეპუტატმა განაცხადა, ის ამ ცვლილებას მხარს არ დაუჭერს,

„არაფერი ვიცი, ახლა მოვედი. ვიცი ერთი რამ, თუ გაუქმდება გარემოს დაცვის სამინისტრო, მხარს არ დავუჭერ ამ ცვლილებას. როგორ შეიძლება გარემოს დაცვის სამინისტროს გაუქმება. სხვა ინფორმაცია ჯერ არ მაქვს”, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა იმართება.

საქართველოს მთავრობაში მასშტაბური სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები იგეგმება.

ამის შესახებ განცხადებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხვალ გააკეთებს.

პირველი არხის ინფორმაციით, დაგეგმილია რამდენიმე სამინისტროს გაერთიანება. კერძოდ – 18 სამინისტროს ნაცვლად 13 სამინისტრო დარჩება.

banner
წინა სტატიაში,,ბიუროკრატიის შემცირება მთავრობის პრიორიტეტია”
შემდეგი სტატიაკახა კალაძის ერთ-ერთი მოადგილე სავარაუდოდ ილია ელოშვილი იქნება