19.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
banner

გიორგი გაბუნია: სააკაშვილი გუგულის საათივით ყოველ ერთ საათში გამოდის და განცხადებებს აკეთებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია ჟურნალისტებთან საუბრისას ოპოზიციურ პარტია „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე შიდაპოლიტიკურ პროცესებს გამოეხმაურა.

„მთელი ქვეყანა ხედავს, რა დღეშია „ნაციონალური მოძრაობა“. მათი მოტრფიალე მხარდამჭერებიც კი ხედავენ, როგორ უსუსურ მდგომარეობაშია ეს პარტია. არიან აბსოლუტურად გაკოტრებულები. პარტია აბსოლუტურად ცარიელია იდეებისგან, ღირებულებებისგან. ჯერ გამოვიდა ქალბატონი ბოკუჩავა, რომელიც სულ ახლახან ჩამოაშორეს ხელმძღვანელ პოზიციას და განაცხადა, რომ წლების განმავლობაში ატყუებდნენ საზოგადოებას. ახლა მიმდინარეობს ბრძოლა შიდა ხელმძღვანელი პოზიციებისთვის. ჩვენ ვხედავთ, რომ სააკაშვილიც აქტიურობს. გუგულის საათივით ყოველ ერთ საათში გამოვა და განცხადებებს აკეთებს. ეს მიგვანიშნებს იმაზე, რომ სააკაშვილს რეალურად, სურს, საზოგადოებას არ დაავიწყდეს. ცდილობს საზოგადოებას მუდმივად შეახსენოს თავი დესტრუქციული და დემაგოგიური განცხადებებით, მაგრამ რეალურად, „ნაციონალური მოძრაობა“ დიდი ხანია ქართული საზოგადოებისთვის დამთავრდა. უნდა შეეგუონ იმას რომ მათი ადგილი პოლიტიკაში დამთავრდა. ისინი რეალურად დღეს ქართულ პოლიტიკაში აღარ არსებობენ. ერთადერთი რაც მათი მომავალია, ეს არის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რითაც საბოლოოდ წერტილი დაესმება ამ ძალას,“ – განაცხადა გაბუნიამ.

banner
წინა სტატიაშიშალვა პაპუაშვილი: ALDE-მ ან უნდა აიძულოს “ლელო” გაემიჯნოს ტერორიზმს, ან გარიცხოს საკუთარი რიგებიდან
შემდეგი სტატიადაკავება რუსთავში: პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირები მიკროავტობუსის გაქურდვას ცდილობდნენ