გიორგი გაბუნია პროკურატურაში გამოკითხვაზე მივა

“მთავარი არხის” გადაცემა “პოსტ ფაქტუმის” წამყვანს გიორგი გაბუნიას, “რუსთავი2”-ის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პროკურატურა გამოკითხვაზე იბარებს. გაბუნია საგამოძიებო უწყებაში, 16:00 საათისთვის უნდა გამოცხადდეს.

“სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2″-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაბარებულია გიორგი გაბუნია,” – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში

banner
წინა სტატიაშისულხან ზუმბურიძეს პროკურატურაში მომავალ კვირას დაიბარებენ
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია : ალიევმა აღნიშნა, რომ ჩვენ გვაქვს ისტორია და გეოგრაფია, რომელიც გვაკავშირებს – დიახ, გვაკავშირებს, იმიტომ რომ მეგობრებს და პარტნიორებს გეოგრაფია კი არ ჰყოფს, არამედ აკავშირებს