16.8 C
Tbilisi
კვირა, აპრილი 19, 2026
banner

გიორგი გაბუნია: იციან გავლენა ვერ ექნებათ, ამიტომ, წლებია, ეკლესიას თავს ესხმიან

პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიას განცხადებით, საქართველოს ეკლესია საკმარისად ძლიერია, რომ ყველა გამოწვევას საკადრისი პასუხი გასცეს.

„სამწუხაროდ, ქვეყანაში ადამიანები არსებობენ, რომელთაც ეკლესია არ უყვართ და პატრიარქი არ უყვარდათ, ამის გამოხატულებას ყოველთვის ვხედავთ. როცა ძვირფასი პატრიარქი დავკარგეთ, ვხედავთ, რომ ეკლესიაზე თავდასხმა არ წყდება. ეს პროცესი გარედანაც იმართება, რადგან არ მოსწონდათ, რომ ჩვენს ქვეყანაში ეკლესიას დიდი ავტორიტეტი და ნდობა ჰქონდა. ყველამ კარგად იცის, რომ საზოგადოება, რომელსაც ზურგს უმაგრებს ეკლესია, მისი კონტროლი და მასზე ზეგავლენის მოპოვება ძნელია. ამიტომ, წლებია, ეს თავდასხმები ეკლესიაზე ხორციელდება. ამ მიმართულებით „ენჯეო“ სექტორის წარმომადგენლები აქტიურობენ. ისინი ცდილობენ, რომ ეკლესიის წარმომადგენლებს ისეთი რამე დააბრალონ, რაც არანაირ კავშირშია სიმართლესთან. ამიტომ, ეს ბინძური

კამპანია გრძელდება და ახალი ძალით დაიწყო. ჩათვალეს, რომ თითქოს ქართულ ეკლესიას ხელმძღვანელი არ ჰყავს და სუსტია. პირიქით, ეკლესია ისეთი ძლიერია, როგორც არასოდეს. ეკლესია საკმარისად ძლიერია, რომ ასეთ ბინძურ შეტევას და გამოწვევას საკადრისი პასუხი გასცეს“, – განაცხადა გაბუნიამ.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტის სპორტის კომიტეტში სამუშაო ჯგუფი შეიქმნა სპორტისა და ფიზიკური აღზრდის სფეროს განვითარების ხელშეწყობის მიზნით
შემდეგი სტატიასაქართველოში მიწის  რესურსების მონაცემთა ერთიანი ბაზა 20-წლიანი წყვეტის შემდეგ შეიქმნა