გიორგი გაბედავა რუსთაველის გამზირზე დააკავეს

სამოქალაქო აქტივისტი გიორგი გაბედავა რუსთაველის გამზირზე დააკავეს.

გაბედავა პოლიციის მანქანაში ჩასვეს და ტერიტორიიდან გაიყვანეს, რასაც მისი მხარდამჭერების პროტესტი მოჰყვა. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც გაბედავამ ადგილზე მისვლა მაინც სცადა. გაბედავა ამ წუთებში პოლიციელებს თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე განყოფილებაში გადაჰყავთ.

ქაშუეთთან გაბედავას თანამოაზრეები და მოქალაქეთა ჯგუფები არიან შეკრებილნი, რომლებსაც განსხვავებული მოსაზრება აქვთ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით და “თეთრი ხმაურის მოძრაობის” წევრებს არ ეთანხმებიან.

banner
წინა სტატიაში“ჩვენ გვყავს შავ პერანგიანი, კარგად მომზადებული რაზმები… სიკვდილი მტერს”-ნეოფაშისტური ჯგუფები “თეთრი ხმაურის” წინააღმდეგ
შემდეგი სტატიასამართალდამცველებმა აქციაზე ნეონაცისტური ჯგუფის რამდენიმე წევრი დააკავეს