გიორგი გაბაშვილმა გაზპრომს “საერთაშორისო ყაჩაღი კომპანია” უწოდა

“საერთაშორისო ყაჩაღი კომპანია გაზპრომი,” – ეს განცხადება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა და დეპუტატმა, გიორგი გაბაშვილმა, თოქშოუ არჩევანში საუბრის დროს გააკეთა.

გაბაშვილი მიმდინარე მოლაპარაკებებზე მთავრობის განცხადებებს “ტიპიურ აბსურდს” უწოდებს.

“ეს მოლაპარაკებები ან სიბრიყვეა ან ეროვნული ინტერესების ღალატი, ან მსხვილმასშტაბიანი კორუფცია,”- აცხადებს გაბაშვილი.

მან არჩევანში საუბრის დროს გაზპრომთან მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესზე ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებული განცხადებები შეაფასა და ქართული ოცნების წარმომადგენლები ტყუილში დაადანაშაულა.

banner
წინა სტატიაში“თავიანთი დიპლომები დაჰკიდონ კედლებზე და იმარიაჟონ” – თამაზ მეჭიაური “რესპუბლიკელებზე”
შემდეგი სტატიაგოკა გაბაშვილი: გაზი გაძვირდება და ეს კალაძის უშნო კორუფციული თამაშების შედეგი იქნება