გიორგი გაბაშვილი: ივანიშვილის ხელში საქართველო უკან მიდის, საქართველოს ყველა მეგობარი ამაზე წუხს

ნაციონალურ მოძრაობაში კონგრესმენ სტივ რასელის განცხადებას გამოეხმაურნენ. უმცირესობაში ამბობენ, რომ ოლიგარქიული მმართველობის, რუსული პროექტის დასრულებისთვის ყველაფერს გააკეთებენ.

„არ არის გასაკვირი, რომ საქართველოს მეგობრები წუხან იმ ვითარებაზე, რომელიც ამ ქვეყანაშია, ოლიგარქიული მმართველობის სტილზე, არაფორმალურ მმართველობაზე, ქვეყნის უკან სვლაზე, როგორც ეკონომიკის, ასევე დემოკრატიის თვალსაზრისით. ივანიშვილის ხელში ყველა თვალსაზრისით საქართველო უკან მიდის, საქართველოს ყველა მეგობარი ამაზე წუხს. ივანიშვილის ანგარიშები ნაკლებად გვაინტერესებს, ჩვენ გვაინტერესებს, რომ რაც შეიძლება მალე და ამის საუკეთესო საშუალება არის ოქტომბრის არჩევნები, დასრულდეს ეს ყველაფერი და ქვეყანამ თავის მეგობრებთან, პარტნიორებთან ისევ გააგრძელოს წინსვლა,“- განაცხადა გიორგი გაბაშვილმა.

პუტინის მოკავშირე და ქვეყნის არაფორმალური მმართველი – ასეთი შეფასებები გაკეთდა შეერთებული შტატების კონგრესში ბიძინა ივანიშვილის მისამართით.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ ჯანელიძე: ჩვენ ვაშენებთ ქვეყანას, სადაც სამართლიანობა და თანასწორობა მთავარი პრინციპებია
შემდეგი სტატიაკახა კალაძემ საკრებულოს წევრობის კანდიდატი წყალტუბოშიც წარადგინა