გიორგი ეპისკოპოსი მარნეულისა და ჰუჯაბის: ძალადობა, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს ის,არის მიუღებელი!

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის განცხადება მიმდინარე მოვლენებზე:

“დღეს რაც ხდება რუსთაველის პროსპექტზე, ძალიან მძიმე დასანახია და არის ერის საერთო ტკივილი და ტრაგედია. ძალადობა, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს ის,არის მიუღებელი! ჩემო ძმებო და დებო, ნუ დავადგებით კაენის გზას, რისგანაც დაიფაროს ღმერთმა ღვთისმშობლის წილხვედრი ივერია, უახლესმა ისტორიამ ნათლად დაგვანახა, თუ რა მოუტანა ქვეყანას ძმათა დაპირისპირებამ, ჭრილობები ბოლომდე დღესაც კი არ მოგვიშუშებია.
როგორც ქალაქი დარღვეული და უგალავნო , ამგვარია ადამიანი, რომელიც ბჭობით არ აკეთებს საქმეს(იგავ. 25.28.).
მოვუსმინოთ ერთმანეთს, ნუ ვიქნებით კატეგორიულები, ჩვენ ხომ ყველას საქართველოს ნათელი მომავლისა გვწამს! “უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს , უფალმა აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით”! გიორგი ეპისკოპოსი მარნეულისა და ჰუჯაბის.”

banner
წინა სტატიაში“ჩვენ უნდა დავაწესოთ სანქციები არალეგიტიმურ რუს მარიონეტებზე, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილსა და მის გარემოცვაზე”- ტრამპის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატი
შემდეგი სტატიაზურაბიშვილი ევროპასა და ამერიკაში მაცხოვრებელ თანამემამულეებს მიმართავს