15.8 C
Tbilisi
სამშაბათი, ოქტომბერი 13, 2026
banner

გიორგი დავითაძის დედა: პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ვიდეო სრული არ არის

მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის დედის თქმით, პენიტენციური დაწესებულების მიერ გამოქვეყნებული ვიდეო სრული არ არის და მასალა, რომელიც პროკურორმა ანახა 20 წუთამდეა.
„ეს არის ნაწილი იმ ვიდეოსი, 5 ფაილი მაქვს ნანახი. ეს არის ახლა შოუ. 20-წუთიანი მასალაა. აქ მოჭრეს ერთი წამი, რაც მათ აწყობდათ. არ გამოგივათ, რომ გარეცხოთ ეს დანაშაულებრივი ქმედებები. სადღაც 20 წუთი მიმდინარეობდა ეს პროცესი, მე რა ფაილებიც მაქვს ნანახი. დეტალებშიც შევალ, სხვა გზას არ მიტოვებენ ეს არაკაცები“, – განაცხადა მსჯავრდადებულის დედამ.
მისი თქმით, დეესკალაციის საკანში რომ შეიყვანეს, იქ დახვდა ბადრაგი, რომელმაც ხელთათმანები წამოიცვა.
ოჯახი ამბობს, რომ ხვალ სასჯელაღსრულების მე-6 დაწესებულებასთან აქცია გაიმართება.
მსჯავრდადებულის მეუღლემ ფარსი უწოდა დეესკალაციის ოთახში შემოწმებაზე პენიტენციურის განცხადებას:
„შეხედეთ კადრებს, რა საჭიროება იყო 10 თუ 9 ბადრაგი გიორგის გასაკავებლად, რას აკეთებდა? ადამიანი საკანში მარტო ზის, რა უნდა ჰქონდეს იქ ისეთი, რომ 10 ბადრაგს რამე დაუშავოს. სიტყვიერად მიმართავს მხოლოდ. ხელით არავის შეხებია, საჭიროება რომ ყოფილიყო ამდენი ბადრაგის. როცა გამოჰყავთ ოთახიდან ჩხრეკა იქ ტარდება. ეს ვიცი. ეს იყო ფარსი, რომ თითქოს იქაც ხდება შემოწმება და ხელში უჭირავთ რაღაც. იქაც ამოწმებენ, რამე ხომ არ აქვს ისეთი, რაც ფიზიკურად მკაცრი დაწესებულებების პატიმარს ვერ ექნება ვერანაირ შემთხვევაში“, – განაცხადა „ტვ პირველის“ ეთერში მსჯავრდადებულის მეუღლემ.
სპეციალური პენიტენციური სამსახური 2025 წლის 21 დეკემბერს, მსჯავრდადებული გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში გადაყვანისა და იქ ყოფნის ამსახველ ვიდეოკადრებს ავრცელებს.
პენიტენციური ირწმუნება, რომ დეესკალაციის საკანში გადაყვანისას მსჯავრდადებული ექვემდებარება შემოწმება-დათვალიერებას, რაზეც „მსჯავრდადებულმა დავითაძემ კატეგორიული უარი განაცხადა და დაიწყო დაწესებულების თანამშრომელთა სიტყვიერი შეურაცხყოფა“. სწორედ ამიტომ, „დაწესებულების თანამშრომლებმა იძულებით ჩაუტარეს შემოწმება მსჯავრდადებულს, რაც განხორციელდა სხეულზე ელექტროდეტექტორის გამოყენებით“.
პატიმარმა გიორგი დავითაძემ სააპელაციო სასამართლოში განაცხადა, რომ ის №6 პენიტენციური დაწესებულების „ბადრაგმა გააუპატიურა“

banner
წინა სტატიაშისოფო ხორგუანი: მოვითხოვთ პატიმრის სავარაუდო გაუპატიურების საქმეზე სასწრაფო გამოძიებას
შემდეგი სტატიაგორდულაძე: სურთ დახატონ სურათი, თითქოს “კოლექტიური ნაცმოძრაობის” დროინდელი ვითარება დაბრუნდა