გიორგი დანელიას სამოქალაქო პანაშვიდზე სალომე ზურაბიშვილისა და ილია მეორის სამძიმრის წერილები წაიკითხეს

მოსკოვში კინორეჟისორ გიორგი დანელიას ემშვიდობებიან. სამოქალაქო პანაშვიდი მოსკოვის კინოს სახლში მიმდინარეობს.

რუსული მედიის ცნობით, პანაშვიდს საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე დაესწრო და საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სახელით სამძიმრის წერილი წაიკითხა. წაიკითხეს ასევე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სამძიმარი.

„მის შემოქმედებაში თითქმის ყველა ქვეყნის, ყველა ეროვნების წარმომადგენელი თავისთვის ახლობელ გარემოს ნახულობს, რაც სიკეთისა და სიყვარულის, ერთგულებისა და ამასთან, ადამიანური სისუსტეების სევდანარევი ღიმილით წარმომჩენ ხელოვანს თავისთავად მსოფლიო კულტურის განუყოფელ ნაწილად აქცევს“, – აღნიშნულია პატრიარქის სამძიმარში.

ცერემონიაზე „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძეც მივიდა. გიორგი დანელია 4 აპრილს, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას დღეს ნოვოდევიჩის სასაფლაოზე დაკრძალავენ.

banner
წინა სტატიაშიოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში, ტყეში ხანძარია
შემდეგი სტატიაე.წ. პრეზიდენტს ვუთხარი რამე პასუხი გამეცით-მეთქი, მაგრამ ჩემთვის არც შემოუხედავს – მთავრობას ჩემი რცხვენია, უჩუმრად მოდიან და გარბიან