გიორგი ცუცქირიძე პრემიერთან შეხვედრის შემდეგ – ეს გზა ევროპულმა ქვეყნებმა გაიარეს, ყველა ეკონომიკურად განვითარებული ქვეყანა ამ ტიპის ბიუჯეტზე იყო ორიენტირებული

“პრემიერის დღევანდელ შეხვედრაზე ეკონომიკურ ექსპერტებთან, საკმაოდ სოლიდურად იყო წარმოდგენილი ეკონომიკური საზოგადოება. დიალოგის ეს ფორმა აბსოლუტურად სწორად მიმაჩნია, როდესაც მთავრობა თავის შეფასებებს და შეხედულებებს, ისეთ მნიშვნელოვან დოკუმენტზე როგორიცაა ბიუჯეტი, აცნობს ეკონომიკურ საზოგადოებას. ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ეკონომისტები ვინც არიან გათვითცნობიერებული ამ საკითხებში, მათ შეუძლიათ გარკვეული შენიშვნები გამოთქვან და რეკომენდაციებიც გაუწიონ, როგორც მიმდინარე ამოცანებზე ასევე სამომავლო ხედვებზე, – განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა გიორგი ცუცქირიძემ.

ექსპერტის აზრით, 2020 წლის ბიუჯეტი პრინციპულად განსხვავდება გასული წლების ბიუჯეტებისგან. თუ გასულ წლებში ბიუჯეტი ძირითადად ორიენტირებული იყო ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობაზე, მისი განცხადებით ეს არის ყველაზე დაბალანსებული ბიუჯეტი, რომელშიც პარალელურად შემოდის სოციალური ორიენტირები.

“აქ არ არის საუბარი მხოლოდ პენსიების ზრდაზე, აქ იზრდება ხელფასები ისეთ მიმართულებებში როგორიც არის გაანთლება, რაც არის პრიორიტეტული მიმართულება გრძევადიანი ეკონომიკური ზრდისთვის. ასევე, იზრდება ხელფასები ჯანდაცვის კუთხით, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს არის სოციალურად ორიენტირებული ბიუჯეტი.

ექსპერტის მოსაზრებით, საერთაშორისო პრაქტიკაში აპრობირებულია მსგავსად დაგეგმარებული ბიუჯეტი.

“ზოგადად ეკონომიკაში სამუშაო ადგილებს ქმნის მცირე და საშუალო ბიზნესი, ეს არის საერთაშორისო პრაქტიკა, ეს გზა ევროპულმა ქვეყნებმა გაიარეს. ყველა ეკონომიკურად განვითარებული ქვეყანა ამ ტიპის ბიუჯეტზე იყო ორიენტირებული. გარდა ეკონომიკური ზრდის სტიმულირებისა, მნიშვნლოვანი დაფინანსება ჰქონდა სოციალურ პროგრამებს, რაც არის ძალიან კარგი. ეს არის პირველი სერიოზული მცდელობა, რომ ბიუჯეტი ყოფილიყო აგებული სოციალურად ორიენტირებულ მოდელზე. როდესაც ვსაუბრობთ, რომ ეკონომიკური ზრდა გვაქვს, მაგრამ ის არ აისახება თითოეულ მოქალაქეზე- სწორედ ინკლუზიურ ზრდაზეა ეს ბიუჯეტი აგებული, იმისთვის, რომ ეკონომიკური ეფექტი თითოეულ მოქალაქეზე აისახოს,”- აცხადებს გიორგი ცუცქირიძე.

banner
წინა სტატიაშივახტანგ ჭარაია პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ – „კარგია, როდესაც მთავრობა ეკონტაქტება დარგის სპეციალისტებსაც, დარწმუნებული ვარ, რომ ასე უფრო უკეთეს შედეგს მივიღებთ“
შემდეგი სტატიათამუნა ქარელი: „ხელი ავიფარე და ვფიქრობდი, თუ აგვაფეთქეს, სახე გადამირჩება და ჩემები ამომიცნობენ-მეთქი, უპატრონო მიცვალებულად ყოფნის მეშინოდა“