გიორგი ცუცქირიძე : ჩვენ უკვე ვდგავართ წარმატებული სახელმწიფოს კარიბჭესთან, პოსკრიზისულ პერიოდსაც წარმატებულად გადავლახავთ და უფრო გაძლიერებულიც გამოვალთ

ჩვენ უკვე ვდგავართ წარმატებული სახელმწიფოს კარიბჭესთან, პოსკრიზისულ პერიოდსაც წარმატებულად გადავლახავთ და უფრო გაძლიერებულიც გამოვალთ, – ამის შესახებ ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ ანტიკრიზისული მენეჯმენტი არ არსებობს საერთო შეთანხმების გარეშე, რომლის ერთ მხარეს არის მთავრობა, ხოლო მეორე მხარეს ხალხი.

„მიმაჩნია, რომ ანტიკრიზისული მენეჯმენტი არ არსებობს საერთო შეთანხმების გარეშე, რომლის ერთ მხარეს არის მთავრობა, ხოლო მეორე მხარეს ხალხი. ნებისმიერი ინსტიტუცია, მათ შორის რელიგიური კონფესიებიც საბოლოო ჯამში მაინც ხალხზე დგას. კრიზისისას ვლინდება რამდენად არის საზოგადოება მზად საერთო მიზნის მისაღწევად და რაც მთავარია, რამდენად სჯერა მას, პირველ რიგში მთავრობის, როგორც საერო ხელისუფლების, რომელიც არის პასუხისმგებელი პრაქტიკულად ამ კრიზისმენეჯმენტზე.

ამ შემთხვევაში, მთავრობა წარმოადგენს ხელისუფლებას რომელიც ხალხმა აირჩია. იგი გავს იმ გემის კაპიტანსაც, რომელსაც მიყვებიან შორეულ ნაოსნობაში იმიტომ, რომ მათ სწამთ მისი გამოცდილების და გადაწყვეტილებებისა კრიტიკულ სიტუაციებში. ჩვენ, ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე ამგვარი ერთობა ხშირად არ გვქონია, სხვადასხვა სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო. ალბათ იმიტომაც, რომ ისტორიის ავბედით პერიოდებში დამოუკიდებლობა და შესაბამისად, სახელმწიფოებრიობა გვქონდა დაკარგული. ამიტომაც იყო მნიშვნელოვანი როგორ გავივლიდით ამ კრიზისულ პერიოდს, მას უნდა ეჩვენებინა დამოუკიდებლობის 30 წლისთავზე ვართ თუ არა შემდგარი სოლიდარული და პასუხისმგებლიანი საზოგადოება, – წერს გიორგი ცუცქირიძე.

ექსპერტის აზრით, ქვეყანა დგას წარმატებული სახელმწიფოს კარიბჭესთან და პოსკრიზისულ პერიოდსაც წარმატებულად გადალახავს და უფრო გაძლიერებულიც გამოვა.

„დღეს თამამად უნდა ითქვას, რომ მიუხედავად, გარკვეული შიშისა თუ მოლოდინებისა, ცალკეული მედია საშუალებების თუ პოლიტიკოსთა მხრიდან ისტერიული ფონისა და აპოკალიფსური სცენარების დახატვისა, ეკლესიის და სახელმწიფოს დაპირისპირების მცდელობებისა, დამტკიცდა კიდევ ერთხელ – ჩვენ ვართ სახელმწიფოებრივი აზროვნების მატარებელი ხალხი. და თუ ისტორიასაც თვალს გადავალებთ, ყველა თანამედროვე ერმა ამგვარი გამოცდა გაირა.

ჩვენ უკვე ვდგავართ წარმატებული სახელმწიფოს კარიბჭესთან. პოსკრიზისულ პერიოდსაც წარმატებულად გადავლახავთ და უფრო გაძლიერებულიც გამოვალთ!
ეს უპრეცედენტო საერთაშორისო დახმარებაც ამის დასტურია,
– წარუმატებელ მთავრობას და არაორგანიზებულ და არასოლიდარულ საზოგადოებას ასე არ გულშემატკივრობენ და ასე ფართოდაც არ ეხმარებიან! დარჩი სახლში, ჩვენ ერთად დგომით ყველაფერს შევძლებთ, – წერს ექსპერტი.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ლატარია : პრემიერის შეფასებამ ბევრ რამეზე დამაფიქრა, მაგრამ ყველაზე მეტად ყურადღებას მაინც მივაქცევდი მის მიერ გადახდილ მადლობას
შემდეგი სტატიალევან რატიანი : ჩვენი მოწოდება კვლავ არის სახლში დარჩენა, რათა პიკის დროს არ იყოს მოწოლა და კლინიკების კოლაფსი არ განვითარდეს