10.8 C
Tbilisi
პარასკევი, ნოემბერი 6, 2026
banner

გიორგი ჩიკვაიძის საქმეში ახალი მტკიცებულებები მოიპოვეს — ადვოკატი გამოძიების შეწყვეტას ითხოვს

ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძის საქმეში ახალი გარემოებები იკვეთება. როგორც უფლებადამცველი თორნიკე მიგინეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, დაცვის მხარემ მოიპოვა მტკიცებულებები, რომლებიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ჩიკვაიძის დაპატიმრების ერთ-ერთ მთავარ საფუძველს.

კერძოდ, საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლის პატაკის მიხედვით, თითქოს 2025 წლის 6-7 მარტის ღამეს გიორგი ჩიკვაიძე სოფელ სადახლოსთან იმყოფებოდა და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ცდილობდა. სწორედ ამ ბრალდებით და კონკრეტული პატაკის საფუძველზე, ჩიკვაიძეს 2025 წლის 11 მარტს გირაო პატიმრობით შეუცვალეს და მასთან ერთად ირაკლი პაპიაშვილის წინააღმდეგაც სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

თუმცა, კერძო გამოძიების შედეგად მოპოვებული ოფიციალური მონაცემებით ირკვევა, რომ 2025 წლის 6 და 7 მარტს ჩიკვაიძის მიერ გამოყენებული ნომერი თბილისში მდებარე ანძებზე ფიქსირდება და არა სადახლოსთან. ადვოკატის თქმით, დამატებითი ინფორმაცია მიუთითებს, რომ ამ პერიოდში ისინი დედაქალაქში გადაადგილდებოდნენ, რაც ვიდეოკამერებითაც მარტივად შესამოწმებელია.

ახალი მტკიცებულებები უკვე წარედგინა საგამოძიებო ორგანოს მოთხოვნით, რომ საქმეს დაერთოს და გიორგი ჩიკვაიძისა და ირაკლი პაპიაშვილის მიმართ მიმდინარე გამოძიება შეწყდეს.

უფლებადამცველის განცხადებით, ახალი გარემოებების შესახებ შესაბამისი წესით ეცნობება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსაც, სადაც ჩიკვაიძის საჩივარი პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით უკვე წარმოებაშია.

banner
წინა სტატიაშიუკრაინული მედია – უფაში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით დარტყმა განხორციელდა
შემდეგი სტატიაბათუმში 58-სართულიანი ცათამბჯენის აშენება იგეგმება