5.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მარტი 16, 2026
banner

გიორგი ჩიკვაიძის დედა: არანაირი გარიგება და საპროცესო შეთანხმება, გიორგი ბრძოლას აპირებს!

არანაირი გარიგება და საპროცესო შეთანხმება, გიორგი ბრძოლას აპირებს! – ზუსტად 45 წამი დასჭირდა მოსამართლეების “ტროიკას”, რომ ძალაში დაეტოვებინა გიორგი ჩიკვაიძის და გიორგი პაპიაშვილს მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი, – ამის შესახებ დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე მსჯავრდადებულის, გიორგი ჩიკვაიძის დედამ, ეკა წერეთელმა “ინტერპრესნიუსს” განუცხადა.

მისივე თქმით, დღეს სააპელაციო სასამართლოში იყო ჩანიშნული სხდომა, რასაც გიორგი ჩიკვაიძე არ დაესწრო.

“დილით დამირეკა და მითხრა, არანაირი გარიგება და არანაირი საპროცესო შეთანხმება, ის ბრძოლას აპირებს. მართალი ვარ, ჩემი საქმე არ არის სისხლის სამართლის საქმეო, სამოქალაქო საქმეა და სისხლის სამართლის საქმეში გადატანილია პოლიტიკური დევნის გამო.

დღეს კი არ შემოგვთავაზეს საპროცესო, საპროცესო გარიგებაზე საუბარი სულ იყო. პროკურატურა ამას სთავაზობდა და გიორგი არ წამოვიდა. იცით გარშემო რა ხდება, ამიტომ წამოვიდა დღეს წინ საპროცესო გარიგების საკითხი. გიორგი და ჩვენ ბრძოლას ვაპირებთ!

ზუსტად 45 წამი დასჭირდა მოსამართლეების “ტროიკას”, მოსამართლე სილაგაძის მეშვეობით რომ ეს განაჩენი ძალაში დაეტოვებინა”, – აღნიშნავს გიორგი ჩიკვაიძის დედა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ “რამზეს იახტების” დამფუძნებელს გიორგი ჩიკვაიძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მის პარტნიორ ირაკლი პაპიაშვილს კი – 8 წლით. გამოძიება კომპანია “ელთ ბილდინგის“ საჩივრის საფუძველზე – კომპანიის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტზე ვერ შეთანხმდნენ
შემდეგი სტატიაგურამ ნიკოლაშვილი: ეს პირდაპირ იყო ეკონომიკური დივერსია