23.8 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 15, 2026
banner

გიორგი ჩიკვაიძემ შიმშილობა დაიწყო

დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებაში მსჯავრდებულმა გიორგი ჩიკვაიძემ შიმშილობა დაიწყო. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ ჩიკვაიძის დედა, ეკა წერეთელი ავრცელებს.

ის სხვა დაკავებულების მშობლებს მოუწოდებს, ჩიკვაიძეს შიმშილობის შეწყვეტისკენ არ მოუწოდონ.

„პოლიტპატიმარმა გიორგი ჩიკვაიძემ შიმშილობა გამოაცხადა დღეს, 23 სექტემბერს, მასზე განხორციელებული ზეწოლების გამო. პასუხისმგებლობა ეკისრება გლდანის მე-8 დაწესებულების ახალ დირექტორს, რამაზ ფირცხალავას!

P.S. პოლიტპატიმრის მშობლებისადმი უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, გთხოვათ, არ მოუწოდოთ შიმშილობის შეწყვეტისაკენ”, – წერს წერეთელი.

banner
წინა სტატიაშინებართვის გარეშე ატარებდნენ ვალუტის გაცვლით ოპერაციებს – დაკავებულია ორი პირი
შემდეგი სტატიათუ გადაწყვეტენ რომ ისევ სასიკვდილოდ გაიმეტონ, მოქალაქეებს აქვთ უფლება, თავი დაიცვან – ანა წითლიძე