გიორგი ჭელიძეს 16 ადვოკატი იცავს

“საქართველოს ეროვნული ერთობის“ წევრის გიორგი ჭელიძის ინტერესებს 16 ადვოკატი დაიცავს. ჭელიძის უფლებადამცველების თქმით, ამის მიზეზი ის არის, რომ ჭელიძის მიმართ პოლიტიკური დევნა ხორციელდება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში „საქართველოს ეროვნული ერთობის“ წევრ გიორგი ჭელიძის მხარდამჭერი აქციაც გაიმართა. აქციის მონაწილეებმა მისი გათავისუფლება მოითხოვეს.

გიორგი ჭელიძეს ბრალი სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ჭელიძის საქმეზე პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს იმართება.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძეს ჰქონდა უფლებამოსილება, რომ მისთვის მიეცა შესაძლებლობა, შესულიყო პატიმართან – სოფო კილაძე
შემდეგი სტატიასალომე სამადაშვილი : არ გამიკვირდება, ხვალ მოვისმინო, რომ ილია ჭავჭავაძის მკვლელობა სხვისი ბრალია