გიორგი ჭელიძეს 13 ადვოკატი იცავს

„საქართველოს ეროვნული ერთობის“ ლიდერს გიორგი ჭელიძეს, რომელიც იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებითაა დაკავებული, 13 ადვოკატი ჰყავს. ამ წუთებში ჭელიძის საქმეზე წინასასამართლო სხდომა ტარდება. ბრალდებულის ინტერესების დამცველებმა მოსამართლეს შესაბამისი ორდერები წარუდგინეს. ამასთან, მოსამართლე დაინტერესდა არის თუ არა თანახმა ბრალდებული, რომ მისი ინტერესები 13-ვე ადვოკატმა დაიცვას, რაზეც ჭელიძემ თანხმობა განაცხადა.

ამ ეტაპზე მხარეები პროკურორების აცილების შუამდგომლობას განიხილავენ.

პროკურორების აცილების შუამდგომლობა თავად ჭელიძემ დააყენა და განმარტა, რომ პროკურორები მას კომუნიკაციის უფლებას უკანონოდ უზღუდავენ. ჭელიძემ აღნიშნა, რომ პატიმრობაში ყოფნიდან 21 დღის შემდეგ, მას სურდა დედასთან სატელეფონო ზარის განხორციელება, რის უფლებასაც მას კანონი აძლევდა, თუმცა პროკურორების მოთხოვნიდან გამომდინარე, მას ზარის განხორციელების უფლება შეეზღუდა.

“საქართველოს ეროვნული ერთობის” ლიდერი გიორგი ჭელიძე შსს-მ ცეცხლსასროლი და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 31 აგვისტოს დააკავა.

შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაში,,ჩანაწერში, სადაც ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის შესახებ არის საუბარი, ლევან ქარდავა არ მონაწილეობდა”
შემდეგი სტატიაქუთაისში, „მუხნარის“ ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია