გიორგი ჭანტურია, სახლისა და მანქანის ჩხრეკის შემდეგ, დასთან ერთად დაკითხვაზე დაიბარეს

გიორგი ჭანტურია, სახლისა და მანქანის ჩხრეკის შემდეგ, დასთან ერთად დაკითხვაზე დაიბარეს
დღეს, 15:31 357
გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში დაკავებულ და შემდეგ გათავისუფლებული გიორგი ჭანტურიას სახლში ექსპერტ-კრიმინალისტებმა მუშაობა დაასრულეს.

ცოტა ხნის წინ სამართალდამცავებმა გიორგი ჭანტურიას ავტომანქანაც გაჩხრიკეს. როგორც ცნობილია, ავტომობილიდან სამართალდამცავებს არცერთი ნივთი არ ამოუღიათ.

გიორგი ჭანტურიას მამის ავტმობილი კი 5 დღეა, პოლიციის დეპარტამენტის ეზოშია გადაყვანილი.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ გიორგი ჭანტურია და მისი და 6 საათამდე პოლიციის დეპარტამენტში დაკითხვაზე უნდა გამოცხადდნენ. ოჯახის წევრები და ადვოკატი ჭანტურიას ხელახლა დაკავებას არ ელოდებიან.

სამართალდამცავებმა რუსთავსა და თბილისში მდებარე სახლები გაჩხრიკეს.

banner
წინა სტატიაში” ოცნების” ბერმუდის სამკუთხედი „ბასიანის“ საქმეში!
შემდეგი სტატიაგუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა აღდგა