პარტიაში “გახარია საქართველოსთვის” აცხადებენ, რომ “ქართულ ოცნებას” “ნაციონალური მოძრაობა” საკუთარ მინისტრებზე და დეპუტატებზე მეტად სჭირდება.
“2012 წლიდან პირდება ამომრჩეველს “ოცნება”, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” აკრძალავდა. დღეს რასაც ვხედავთ “ქართული ოცნების” დეპუტატებში პარლამენტში “ოცნების” მანდატით ზიან “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრები. შემიძლია სახელ გვარები ჩამოვთვალო. მაინტერესებს, ამ ადამიანებსაც აკრძალავს? დეპუტატებს მოხსნის? მანდატს გაუუქმებს რატი იოთანამაშვილს, მაგალითად? იტყვის, რომ ეს ნაცი იყო? ეჭვი მაქვს, რომ არა. იმიტომ რომ მინისტრად დანიშნეს მიქანაძე, რომელიც იყო ციხეების ბუნტის ავტორი. მე ვხედავ, რომ აწინაურებენ ნაცებს”,_ განაცხადა გიორგი ჭანტურიამ.

















