გიორგი ჭანტურია: გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის აღიარებას შს მინისტრის მოადგილე პრადად სთხოვდა

გიორგი ჭანტურია ირწმუნება, რომ მას გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის აღიარებას შს მინისტრის მოადგილე პრადად სთხოვდა.


„მიმდინარეობდა ზეწოლა, რომ მეღიარებინა ეს დანაშაული საკუთარ თავზე. აღიარე ეს დანაშაული, მეუბნებოდნენ. ეს პირდაპირ მითხრა, ზუსტად სიტყვა-სიტყვით. შენ ჩხუბი მოგივიდა და მერე ესე განვითარდა მოვლენები მას არ სურდა ამ მკვლელობას შეკვეთილის ელფერი ჰქონოდა და შესაბამისად თუ ის აღიარებდა ამ დანაშაულს, შეღავათებს ჰპირდებოდა. მითხრა რომ აღიარე და შეღავათს გაგიკეთებ და დაგეხმარები ბოლომდე გვერდში დაგიდგები,“-განაცხადა გიორგი ჭანტურიამ.

რუსთავის ბაზრის ერთ-ერთი მეწილე გიორგი ჭანტურია ებრაელი პარტნიორის უზიელ ნონის შეცვლილ ჩვენებასაც გამოეხმაურა. ჭანტურია ეჭვობს, რომ ნონის ათქმევინეს უარი გასაჯაროებულ ჩვენებაზე და ის ხელმეორედ დაკითხეს სასურველი ჩვენების მისაღებად.

რუსთავის ბაზრის ერთ-ერთი მეწილე ვარაუდობს, რომ მოწმეები მასსა და გენერალ სამსონ ქუთათელაძის დაპირისპირების შესახებ მიზანმიმართულად საუბრობენ იმისთვის, რომ ის იქცეს მთავარ ეჭვმიტანილად.

„ეს საქმე თუ ჩემსკენ წამოიყვანეს და მეც მომაცილეს იქაურობას ვიღაცას შეიძლება ჰქონდეს რაღაც ინტერესები. ადამიანი ცოცხალი აღარ არის. ის განაგებდა ყველაფერს და ის იღებდა გადაწყვეტილებებს,“-განაცხადა გიორგი ჭანტურიამ.

მისი თქმით, თუნდაც ის, რომ უარი უთხრა ქუთათელაძემ მიწის შეძენაზე ეს მოტივი მისი მოკვლის ვერ გახდებოდა.

„მოტივი რა არის ჩემი. ვთქვათ უარი მივიღე და მერე რა ? იყიდიდა ამის შემდეგ?“-განაცხადა გიორგი ჭანტურიამ.

სამსონ ქუთათელაძის საქმეზე დაკავებული გიორგი ჭანტურია ე.წ. სტამბოლის ბაზრის დირექტორის განცხადებას, რომ მას კაზინოში 60 000 ლარი ჰქონდა წაგებული და დიდი ვალი ჰქონდა “ბოდვას” უწოდებს.

ჭანტურიამ “რუსთავი 2”-ს განუცხადა, რომ მას ვალები არ აქვს და თანხა, რომლის მოპოვებასაც მიწის გაყიდვით ცდილობდა, ბიზნესის თქნილისში დასაწყებად უნდოდა.

https://youtu.be/bVJBZsn_JB4

 

banner
წინა სტატიაშიგიორგი ჭანტურია: ვიღაც ალაგებს და ხდება მტკიცებულებების ფალსიფიცირება
შემდეგი სტატიააშშ-ში ქართველი ექიმის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს