ბრიტანეთში გავრცელებული ცნობების თანახმად, საქართველოს ნაკრების ათიანი გიორგი ჩაკვეტაძე უოტფორდს დატოვებს და კარიერას იტალიურ უდინეზეში გააგრძელებს.
ეს ცნობა ჯერ ოფიციალურად დადასტურებული არ არის.
“უდინეზესა” და უოტფორდს ერთი მფლობელი ჰყავს. სწორედ იტალიურ გუნდში თამაშობს ქართველი საბა გოგლიჩიძეც.


















