გიორგი ცაგარეიშვილი : “მოვუწოდებ მინისტრ იზორიას არ დაუშვას შეიარაღებული ძალების პოლიტიკურ იარაღად გამოყენება”

‘’ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატების’’ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ცაგარეიშვილმა ბრიფინგი გამართა, სადაც თავდაცვის სამინისტროსა და მინისტრ იზორიას მოუწოდა არ დაუშვან შეიარაღებული ძალების პოლიტიკურ იარაღად გამოყენება. ცაგარეიშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ სამხედრო მოსამსახურეებს, ოფიცრებს, სერჟანტებს, რიგითებს არ უნდა აკადროს მითითებით არჩევანის გაკეთება.
‘’ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეფორმა, რომელიც ‘’თავისუფალმა დემოკრატებმა’’ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩავატარეთ, ირაკლი ალასანიას მინისტრობის დროს იყო თავდაცვის სამინისტროს დეპოლიტიზაცია. როფორმის უმნიშვნელოვანესი ნაწილი იყო ის რომ შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების უდიდესი ნაწილი აღარ განიცდიდა ზეწოლას მართველი ძალის მხრიდან და ჯარისკაცებს თავისუფლად შეეძლოთ არჩევნებში მონაწილეობა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. შეიარაღებულ ძალებში გაუქმდა დახურული უბნები და სამხედრო მოსამსახურეებს თავისი მოქალაქეობრივი ვალის მოხდა შეეძლოთ თავისი გულის კარნახით. ჩვენ, მივიღეთ ინფორმაცია რომ თავდაცვის სამინისტროში არსებობს მოსაზრება და არის მცდელობა რომ ამ წლების მონაპოვარი რამაც დეპოლიტიზირებული(პოლიტიკისგან თავისუფალი) გახადა თავდაცვის სამინისტრო კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. ამას ჩვენ არ დავუშვებთ და მოვუწოდებთ თავდაცვის სამინისტროსა და მინისტრ იზორიას არ დაუშვან რომ შეიარეღებული ძალები პოლიტიკურ იარაღად გამოიყენონ და ჩვენ გმირ სამხედრო მოსამსახურეებს, ოფიცრებს, სერჟანტებს, რიგითებს არ აკადრონ მითითებით არჩევანის გაკეთება’’, – განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.

banner
წინა სტატიაშინინო ბურჯანაძე : ვიზალიბერალიზაცია არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მოქალაქეები წავლენ და ევროპაში მუშაობას დაიწყებენ
შემდეგი სტატიაეკა მიშველაძე : “ასეთი მეთოდებით ბრძოლა და ზოგადად, ფარული ჩანაწერების გავრცელება მიუღებელია”