29.2 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

გიორგი ბუტიკაშვილი: პარტიებმა- „ლელო“ და „გახარია საქართველოსთვის“ აირჩიეს გზა, რომელიც არ პასუხობს საზოგადოებრივ მოთხოვნას

ცვლილება მოაქვს ძალას, „ლელოს“ და „გახარია საქართველოსთვის“ ერთობაში არსებობა არის ძალის დემონსტრირება, მაგრამ მათ კარი თავად დაკეტეს, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, გიორგი ბუტიკაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

გიორგი ბუტიკაშვილის განცხადებით, პარტიებმა: „ლელო“ და „გახარია საქართველოსთვის“ აირჩიეს გზა, რომელიც არ პასუხობს საზოგადოებრივ მოთხოვნას.

„26 მაისს ეფექტს აუცილებლად მივიღებთ იმ განწყობებიდან გამომდინარე, რასაც ვუყურებთ. „ლელოს“ განსხვავებული აზრი აქვს 26 მაისთან დაკავშირებით და სულ სხვა მიმართულებით ვითარდება მათი პოლიტიკური ხედვები მიუხედავად იმისა, რომ პროდასავლურია და ოპოზიციურად არის განწყობილ, მათ სხვა გზა აირჩიეს, რაც არ პასუხობს საზოგადოებრივ მოთხოვნას. ვნახეთ თვითმმართველობის არჩევნებში ორივე პარტია „ლელო“ და „გახარია საქართველოსთვის“, რა შედეგამდე მივიდნენ? სრული უნდობლობა გამოაცხადა საზოგადოებამ საარჩევნო სისტემის მიმართ და უბრალოდ არ მივიდნენ არჩევნებზე. ეს განმეორდება, ეს აჩვენებს ზუსტად, რა სურს საზოგადოებას.

ცვლილება მოაქვს ძალას და მათი ერთობაში არსებობა არის ძალის დემონსტრირება. კარი თავად დაკეტეს, ჩვენ იმ პერიოდში ვართ ახლა, რომ ცხადად უნდა გაჩნდეს, ვინ რა გზით აპირებს ცხოვრებას. რუსეთსა და ბელარუსშიც ტარდება არჩევნები და იქაც იღებს მონაწილეობას ოპოზიცია. „ლელომ“ განაცხადა, რომ ისინი ნებისმიერ არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას. მე პირადად ძალიან გამჭირდება, რომ საზოგადოებას ველაპარაკო და დავარწმუნო, რომ მივიდეს იმ არჩევნებზე და მიიღოს მონაწილეობა, რომელიც ვიცი, რომ არის ყალბი და რომელში მონაწილეობაც არაფერს ცვლის, გარდა იმისა, რომ „ოცნება“ ფასადური დემოკრატიის ლეგიტიმაციას ახდენს“, – განაცხადა გიორგი ბუტიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშირუსეთის ომის დანაშაულების წინააღმდეგ სპეციალური ტრიბუნალის მხარდამჭერ 36 ქვეყნის სიაში საქართველო ჯერ-ჯერობით არ არის
შემდეგი სტატიააშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6789 ლარი გახდა