29.4 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 13, 2026
banner

გიორგი ბურჯანაძე: სამ ქართულ ციხეში პატიმართა დასაშვები ლიმიტი საგანგაშოდ არის გადაცილებული

“პატიმრების და პრობაციონერების მაისის სტატისტიკა გასაჯაროვდა: 12,135 პატიმარი იყო 31 მაისის მდგომარეობით ქართულ ციხეებში.

მიუხედავად იმისა, რომ 661-მა პატიმარმა დატოვა ციხე სხვადასხვა საფუძვლით (ვადის გასვლა, გირაო, პირობითი მსჯავრი, ა.შ), აპრილთან შედარებით 186-ით გაიზარდა პატიმართა რაოდენობა.

სამ ციხეშია პატიმართა დასაშვები ლიმიტი საგანგაშოდ გადაცილებული:

ქსნის #15 – 57%-ით მეტი პატიმარია

გლდანის #8 – 32%-ით მეტი პატიმარია

ქუთაისის #2 – 30%ით მეტი პატიმარია

ასევე, 2026 წლის მაისში, სასამართლოს გადაწყვეტილება არასაპატიმრო სასჯელისა და პრობაციის ღონისძიების შეფარდების შესახებ სულ 1 674 პირის მიმართ იქნა გამოტანილი”,_ წერს გიორგი ბურჯანაძე სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშიურეკში ზღვაში 3 წლამდე ბავშვი დაიხრჩო
შემდეგი სტატიასაფრანგეთში რამდენიმე ადგილას ტყის ხანძარს ებრძვიან