გიორგი ბურჯანაძე: სააკაშვილი ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით მოშიმშილე პატიმრად მიიჩნევა

ბებიაჩემი მზია წერეთელი

სახალხო დამცველის მოადგილის, გიორგი ბურჯანაძის განცხადებით, მათთან საუბარში მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ პენიტენციურის სამედიცინო განყოფილების ხელმძღვანელმა დაარწმუნა იგი, მიეღო დანამატები.

ტვ პირველთან ინტერვიუში ბურჯანაძე აღნიშნავს, რომ ფაფის სახით საკვები დანამატები ციხეში არ იყიდება და იგი ბავშვთა კვებისთვისაა განკუთვნილი.

მისივე თქმით, პენიტენციურ სამსახურს არ აქვს შეცვლილი შიმშილობის ფორმა და მიხეილ სააკაშვილი ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, მოშიმშილე პატიმრად მიიჩნევა.

“როგორც პატიმარმა განგვიცხადა, სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ქალბატონი თამთა დემურიშვილი შეხვდა მას და მან დაარწმუნა, რომ მიეღო ამ ტიპის დანამატები, რაც არ ითვლებოდა შიმშილობის დარღვევად.

ჩვენ ეს მონაცემები გადავამოწმეთ ადგილზე მყოფ სამედიცინო პერსონალთან და მათაც დაგვიდასტურეს, რომ ამ დანამატების მიღება ხდებოდა სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ, მათივე მოთხოვნით და მათ დანიშნულება გქონდა ერთადერთი, რომ სასიცოცხლო პარამეტრები შენარჩუნებულიყო. ჩვენ ჩანაწერებიც ვნახეთ და სადაც მითითებულია 30-50 მილიგრამი, რასაც კვებითი ღირებულება არ აქვს”, – თქვა გიორგი ბურჯანაძემ.

banner
წინა სტატიაშიინგლისურის და კომპიუტერის მცოდნე საქართველო, ვერ გაერკვა, რას ნიშნავს ჭამა – პაპუაშვილი
შემდეგი სტატია“გასაზიარებელია ელჩების განცხადებების პათოსი” – წერილს კიდევ ერთი მოსამართლე გაემიჯნა