20.8 C
Tbilisi
კვირა, აგვისტო 16, 2026
banner

გიორგი ბურჯანაძე: პატიმართა რაოდენობა საქართველოში 43%-ით გაიზარდა

სოციალურ ქსელში სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე გიორგი ბურჯანაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ 18 თვეში პატიმართა რაოდენობა საქართველოში 43%-ით არის გაზრდილი.

როგორც გიორგი ბურჯანაძე წერს, “ივნისის ბოლოს საქართველოს ციხეებში სულ 12 344 პატიმარი იყო“.

„ჯამურად, 12 ადგილია მხოლოდ ციხეში დარჩენილი ივნისის მდგომარეობით. 2025 წლის იანვრიდან 2026 წლის ივნისამდე (18 თვეში) პატიმართა რაოდენობა საქართველოში 43%-ით არის გაზრდილი.

2026 წლის ივნისში 690 პირმა დატოვა ციხე, მაგრამ წინა თვესთან შედარებით მაინც 209 პატიმრით გაიზარდა ციხის პოპულაცია.

№2, №8 და №15 დაწესებულებებში პატიმართა ლიმიტი გადაცილებულია შემდეგი ოდენობებით:

ქუთაისის #2 ციხის ლიმიტის 34%-ით (788 პატიმრით) მეტი;

გლდანის #8 ციხის ლიმიტის 32%-ით (796 პატიმრით) მეტი;

ქსნის #15 ციხის ლიმიტის 56%-ით (364 პატიმრით) მეტი“, – წერს ბურჯანაძე.

banner
წინა სტატიაშიმენტორები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს AI-ს საერთაშორისო ოლიმპიადისთვის ამზადებენ
შემდეგი სტატიაPolitico: ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრები სეუტაში მიგრანტების კრიზისთან დაკავშირებით საგანგებო შეხვედრას გამართავენ