26.2 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

გიორგი ბურჯანაძე OHCHR-ის ანგარიშზე: ეს არის სუპერკრიტიკული დოკუმენტი, რომელიც ქვეყანაში არსებულ ყველა უბედურებას აღწერს

სამოქალაქო საზოგადოების ფონდის სამართლებრივი მრჩეველი, გიორგი ბურჯანაძე საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ მდგომარეობაზე გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ახალ ანგარიშს ეხმაურება. ბურჯანაძის შეფასებით, დოკუმენტი უკიდურესად კრიტიკულია და ნათლად აჩვენებს, რომ მმართველი გუნდის პოლიტიკა ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებს სრულად აცდენილია.

მისივე თქმით, ანგარიშში გავლებულ პარალელებს შორის საგულისხმოა ის ფაქტი, რომ თბილისის მიერ მიღებული რეგულაციები ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ რუსულ მეთოდებს ჰგავს.

„გაეროც კი ასეთი სუპერკრიტიკულია, ეს აჩვენებს იმ მასშტაბს, რომელიც ამ კუთხით არსებობს… სამოქალაქო საზოგადოების მიმართულებით, რა კანონმდებლობა და რეგულაციებიც არსებობს და მოქმედებს, ძალიან ჰგავს იმას, რაც მოქმედებს ოკუპირებულ აფხაზეთში, რუსეთის ეფექტური კონტროლის და ოკუპაციის გამო. ეს ანგარიში კარგი დასტური იქნება იმის, რომ „ქართული ოცნების“ მიდგომა როგორი რუსულია“,_ ამბობს ბუტჯანაძე ტვ პირველთან.

ცნობისთვის, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ (UN Human Rights Council) გამოსცა უმაღლესი კომისრის ანგარიში, სადაც ყურადღება გამახვილებულია ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე, მათ შორის ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შექმნილ ვითარებაზე. OHCHR-ი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ადამიანის უფლებების დარღვევისა და დანაშაულის ჩადენის შესახებ ყველა ბრალდება ეფექტიანად გამოიძიოს.

banner
წინა სტატიაში“ვეფხისტყაოსანი”, ჯაყო, ნეიმარი – როგორ ჩაიარა ეროვნული გამოცდების პირველმა დღემ
შემდეგი სტატია“ევრაქტივი”: ევროკავშირი ბავშვებისთვის სოციალური ქსელებით სარგებლობის შეზღუდვის მასშტაბურ გეგმაზე მუშაობს