“ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის დადგენილებით, საქართველოში მანიფესტაციის თავისუფლების დარღვევის მასშტაბის გამო კანონმდებლობა დეტალურად უნდა გადაიხედოს – ქოცების ყველა “არგუმენტი” უარყოფილ იქნა
კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველი არაპროპორციული სასჯელები, მათ შორის სისხლისსამართლებრივი დევნები და მკაცრი სანქციებია; ასევე არასამართლიანი სასამართლო პროცესები. დადგინდა რომ არსებული კანონები ატარებენ მსუსხავ ეფექტს.
მინისტრთა კომიტეტმა ასევე მოითხოვა ვენეციის კომისიასთან თანამშრომლობა კანონების გადახედვის ნაწილში. ასევე ხაზი გაუსვეს არასამთავრობო ორგანიზაციების როლსა და მნიშვნელობას შეკრებების მონიტორინგისა და მანიფესტანტების სამართლებრივი დახმარების მიმართულებით.
ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ევროსასამართლოს საქმის – “მაქარაშვილის და სხვების” აღსრულების პროცესში, რომელიც გაძლიერებული ზედამხედველობის ქვეშ არის.
მინისტრთა კომიტეტი ევროსაბჭოს აღმასრულებელი და ყველაზე ძლიერი ორგანოა და მისი გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანესია”,_ წერს გიორგი ბურჯანაძე სოციალურ ქსელში.
















