5.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მარტი 16, 2026
banner

გიორგი ბურჯანაძე: დიდმა ბრიტანეთმა Imedi TV და PosTV დაასანქცირა რუსული სასანქციო რეჟიმით შემდეგი მიზეზების გამო

“დიდმა ბრიტანეთმა Imedi TV და PosTV დაასანქცირა რუსული სასანქციო რეჟიმით შემდეგი მიზეზების გამო:
1) განზრახ ავრცელებს და წარსული ავრცელებდნენ ქართული აუდიტორიისთვის შეცდომაში შემყვან ინფორმაციას რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრაზე. აღნიშნული შეფასებულია როგორც უკრაინის დესტაბილიზაციის გამომწვევი და მისი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისთვის საფრთხის შემცველი;
2) რეგულარულად ავრცელებდნენ ინფორმაციას რომ უკრაინული მთავრობა და პრეზიდენტი ზელენსკი არიან არალეგიტიმურები და რომ უკრაინა არის დასავლეთის “მარიონეტი”, რომ უკრაინა არის კორუფციული ქვეყანა და რომ უკრაინა და დასავლეთი მიზნად ისახავენ საქართველოს დესტაბილიზაციას.
სამ კომპონენტს მოიცავს ეს სანქცია:
1) Asset Freeze – ბრიტანეთთან დაკავშირებულმა ბანკებმა უნდა გაუყინონ ანგარიშები და აღარ მოემსახურონ;
2) Trust Services Sanctions – გამორიცხავს ბრიტანეთთან დაკავშირებით კომპანიის წილების გადაცემას და ქონების ამ გზით მართვას.
3) Director disqualification – კრძალავს ბრიტანეთის მოქალაქის ჩართვას კომპანიის მართვაში.
ეს სანქცია გამოქვეყნდა რუსეთის უკრაინაში შეჭრის 4 წლის თავზე”-წერს გიორგი ბურჯანაძე და პოს ტვ-სა და იმედის დასაქნცირებას ეხმაურება.

დღეს დიდმა ბრიტანეთმა ოცნების პროპაგანდისტული იმედი და პოს ტვ დაასანქცირა.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე: 500 მილიონ ლარზე მეტი დავალიანების მქონე “იმედს” რომ იჩუქებ, ბრიყვი უნდა იყო
შემდეგი სტატიაშალვა რამიშვილი: მეფე ჩარლზის ძმის პედოფილობის გადასაფარად ქნეს უეჭველი