„გიორგი ბრწყინვალე ქართულ პოლიტიკაში უკვე გამოჩნდა, ის ახალგაზრდაა“

„გიორგი ბრწყინვალე ქართულ პოლიტიკაში უკვე გამოჩნდა“,–ამის შესახებ ექსკლუზიურად გაზეთ „პრაიმტაიმთან“ ლელა კაკულიამ განაცხადა.

მისი თქმით, წინასწარმეტყველება, რომელსაც  აჟღერებს ყოველთვის სრულდება და  ასეთივე წინასწარმეტყველება იყო ქართულ პოლიტიკაში გიორგი ბრწყინვალის გამოჩენა.
„მე ეს ძალიან დიდი ხნის წინათ ვიწინასწარმეტყველე და ჩემი ყველა წინასწარმეტყველება 100 კი არა, მილიარდი პროცენტით სრულდება ხოლმე. გიორგი ბრწყინვალე ქართულ პოლიტიკაში უკვე გამოჩნდა, ის ახალგაზრდაა, უკვე მოსულია პოლიტიკაში, თუმცა ჯერჯერობით ასე აქტუალურად არ ჩანს და შეიძლება ვერც მიხვდეთ, ვინაა. ყველაფერს დრო გვაჩვენებს. ის ძალიან ძლიერი, მებრძოლი და სულგრძელი პიროვნებაა. ისეთია, საქართველოს რომ სჭირდება“.
– რადგან ახლა პოლიტიკაშია, ესე იგი რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრია?
– დიახ, ასეა. მაგრამ ის ცალკე პოლიტიკურ პარტიას, საკუთარ გუნდს ჩამოაყალიბებს და ძალიან დიდ წარმატებას მიაღწევს. ის საქართველოს გააბრწყინებს. ზოგადად, ჩვენს ქვეყანას ძალიან ნათელ ფერებში ვხედავ, ის გაძლიერდება, გამდიდრდება და დაკარგულ ტერიტორიებსაც შემოიერთებს.
banner
წინა სტატიაშიშესაძლოა ისნის, სამგორისა და გლდანის რაიონების გამგებლებმა თანამდებობები დატოვონ
შემდეგი სტატია“დღეს, თბილისის დროით 20:00 საათზე ხდება ეს ამბავი“